ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინია კაკაბაძე: საინფორმაციო საშუალებების ადამიანზე ზემოქმედების უნარი


ჩვენ განვაგრძობთ საუბარს თემაზე, მედია როგორც ადამიანთა ცნობიერების მანიპულირებას საუკეთესო საშუალება. წინამდებარე გადაცემის დასასრულს ჩვენ დავსვით კითხვა, მაშინ, როდესაც აშკარა ხდება, ჩვენი როგორც მაყურებლის და მოსახლეობის ცნობიერების მანიპულირება, რა საშუალება, უნარი გააჩნია საზოგადოებას, რომ წინ აღუდგეს მას.

არის თუ არა წინააღმდეგობის საშუალებები და თუკი არის, როგორ? ამის შესახებ, ფსიქოლოგი, ქალბატონი რუსუდან მირცხულავა საუბრობს. რუსუდან მირცხულავა – ქართული საზოგადოება აპათიამ მოიცვა, ეს არის სასოწარკვეთილების მდგომარეობა, შეგრძნება რომ ვერ შეცვლი ვერაფერს. ამაში მე ცალკეულ ადამიანებსაც ვადანაშაულებ. საზოგადოებას უნდა ყავდეს ადამიანები, რომელნიც მათ არ მისცემენ აპათიაში მოქცევის საშუალებას. ხოლო ის რაც ხდება დღეს, არის ზნეობრივი ღირებულებების დევალვაცია, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია მასმედიაში მიმდინარე მოვლენებთან. ჩემი აზრით გამოსავალი არის რა?

ერთის მხრივ ობიექტივირება და გაცნობიერება არსებული ვითარების, რაშიც საზოგადოებას კონკრეტული პიროვნებები უნდა დაეხმარნონ და შემდეგ, ასევე ერთიანად რეზისტენტობის კონკრეტული ხერხების და მეთოდების შემუშავება. კიდევ ერთი არცთუ ისე ახალი, მაგრამ დრევანდელ დღეს აქტუალური ტენდენცია – იუმორისტული გადაცემების სიუხვე ქართულ სატელევიზიო მედიაში.

რა დატვირთვა, მიზანი შეიძლება ქონდეს ამ ტიპის გადაცემებს, გარდა იმისა, რომ მაყურებელთა ძალიან დიდი ნაწილი ადეკვატურად იცინის და იხალისებს საღამოს მათი ხილვისას. რუსუდან მირცხულავა – ერთი შეხედვით იუმორი გულისხმობს რას? მწვავე პრობლემებისგან ყურადღების გადატანას, ადამიანის განტვირთვას, გარკვეული ენერგისს განმუხტვას. ერთის მხრივ ეს ძალიან კარგია, მაგრამ... როდესაც შენ ადამიანებს დიდი დოზებით სთავაზობ უხარისხო, იაფფასიან იუმორს, ამით შენ უფრო ამწვავებ აპათიას. გამოსავალი არის, რომ საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს მარადიულ ღირებულებებს, ინტელექტუალურს, მორალურს. მათი ფსევდო განცდებით, ფსევდო ემოციებით ჩანაცვლება, გამოსავალი არ არის, ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს აპათიას. ისევ და ისევ გავიმეორებ, გამოსავალი არის ობიექტივირება იმისა, რაც ხდება ჩვენს თავს. - გამოსავალი ისევ და ისევ საზოგადოებაა, რომელმაც პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, გაიაზროს, ის, რომ შესაძლებელია ყოველი ჩვენთაგანი, ამა თუ იმ პროპაგანდის, მანიპულირების მსხვერპლნი ვიყოთ. საზოგადოებამ თავად უნდა ეძებოს გამოსავალი, გახდეს ძლიერი, იმისათვის, რომ მისი მოტყუება არ იყოს ისეთი მარტივი, როგორც ეს დღეს არის.

XS
SM
MD
LG