ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი ისრაელის მოწინააღმდეგეებს ძალის გამოყენებით დაემუქრა


ეს განცხადება მან ქალაქ სდეროტში გააკეთა, რომელსაც პალესტინელები რაკეტებით ბომბავდნენ ღაზის სექტორიდან. ამასობაში ამოიწურა პალესტინელი მეომრების ულტიმატუმის ვადა ისრაელის მიმართ, რომლებიც ებრაელი ჯარისკაცის განთავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვებას მოითხოვდნენ.

ისრაელიs ლიდერი აცხადებს რომ მისი ქვეყანა ქედს არ მოიხრის შანტაჟისტების წინაშე და თავის დროზე საკადრის პასუხს გასცემს მათ.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენელის რაან გისინის განცხადებით:” ისრაელი გააძლიერებს სამხედრო ზეწოლას გილადის განთავისუფლების მიზნით.”

ამ ჯარისკაცის გატაცებაში ისრაელი სირიის ხელისუფლებას და დამასკოში მოკალათებულ ჰამასის ლიდერებს ადანაშაულებს. გასულ კვირას ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის საზაფხულო რეზიდენციაზე მიიტანა იერიში.

XS
SM
MD
LG