სოფო კილასონია – ჩვენ გვინდოდა ელტერნატივა გაგვეკეთებინა იმ გამოფენებისა, რომელიც თბილისში ეწყობა, სადაც არ არის ხოლმე, როცა იდეა აერთიანებს ექსპოზიციას. ჩვენს ექსპოზიციაში ყოველი ექსპონატი გამომდინარეობს ერთმანეთისგან, ამიტომ, არც ერთ ნამუშევართან არ არის მინიშნებული, ავტორის სახელი და გვარი. და ყველაფერი რაც წარმოდგენილია, შეიქმნა ამ გამოფენისთვის.
- გამოფენა, რომელიც გუშინ გალერეა “უნივერსში” გაიხსნა, მართლაც განსხვავებულია. რაც მთავარია, თბილისური გამოფენების მსგავსად, ეს უკანასკნელი არ წარმოგვიდგენს _ პეიზაჟებს, თოვლს, ნატურმორტებს, სიყვარულს და სხვადასხვა ე.წ. “სილამაზეებს”, რომლითაც დღეს ქართველი ხელოვანები აქტიურად ტკბებიან. Aმ ფგამოფენის მიხედვით დავრწმუნდებით, რომ ქართველ ხელოვნასაც შეუძლია იყოს ადექვატური თანამედროვეობასთან და სოციალურ პრობლემებთან. რომ ხელოვანის ფუნქცია მხოლოდ, უკვე დანახულის, უკვე შეფასებულის, ლამაზი საგნების აღქმა არ არის, მისი ერთერთი მთავარი ფუნქცია _ აქტუალურობაა.
უფრო კონკრეტულად მის შესახებ. პირველი სხვაობა ის გახლავთ, რომ ექსპოზიცია ჯგუფურია და ხელოვანთა ეს ერთი ჯგუფი იდეის გარშემო გაერთიანდა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვიდეო, ფოტო, ქანდაკება, ფერწერა და ტექსტი, რომელიც კონცეპტუალურ ერთიანობას ქმნის. ვიზუალური ხელოვნების ექსპოზიციაზე, ტექსტს ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც მაგალითად ფერწერულ ტილოს ან კი ფოტოს.
გამოფენის სახელწოდებაა “დაკარგულები”. “დაკარგულების” შინაარსი კი რამდენიმე თემისგან შედგება: დევნილები, უცხო ქვეყანაში პატიმრობაში მყოფი ქალები, უცხო ქვეყანაში მომუშავე ქალები, თანამედროვე ქალი, თანამედროვე მამაკაცი, საუბრები თავისუფლებასა თუ დემოკრატიაზე და ა.შ. ყველაფერი ეს კი სოციუმისა და ინდივიდების კავშირია, მათი ადგილი თანამედროვე სამყაროში. გამოფენიდან მიღებული შთაბეჭდილება ამგვარია: ეს არის სოციალურად მკაცრი განაცხადი, სხვა ადამიანის პრობლემის გაგების მცდელობა, მძაფრი და ამავე დროს საოცრად პოეტური, საოცრად ჰუმანური ემოციები, რომელიც სამად გაყოფილ დარბაზში კარგად არის თავმოყრილი. წარმოდგენილ ექსპონატებში ყველაზე თვალში საცემი და დასამახსოვრებელი, ვფიქრობ დღევანდელ დღეს საუკეთესო მხატვრის, ლევან მინდიაშვილის ფერწერული ტოლოებია.
გამოფენიდან მიღებული განსხვავებული სხვადასხვა ემოციის გარდა, რომლის შესახებაც მოგახსენეთ, თითქოს მის მიღმა კიდევ ერთი თემა ან გნებავთ ტენდენცია იმალება, ეს არის საოცრად მგრძნობიარე დამოკიდებუყლება ქალის, როგორც ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი არსების მიმართ. ლევან მინდიაშვილი _ ჩემთვის მთავარი იყო ხაზი გამესვა, ზოგადად ადმიანის როგორც უკიდურესი სუბიექტივიზმის და კრიზისის გამოხატულებისათვის. ამიტომ გადავწყვიტე ხაზი გამესვა თანამედროვე ქართველი ქალის ფენომენისათვის.
კაცი, რომელიც გახდა უუნარო და უსუსური თანამედროვე სამყაროში, და სადაც ქალი გაძლიერდა, გავიდა ქუჩაში სავაჭროდ, წავიდა სხვა ქვეყანაში და აქედან გამომდიანრე ქალიც დაიკარგა და რაც მტავარია დაკარგი მისთვის მთავარი _ ქალურობა. ჩემი პოზიცია უფრო აღფრთოვანებული დამოკიდებულებაა ქალების, როგორც ყველაზე ლამაზი არსებების მიმართ. - გამოფენა, რომლის მონაწილეც და კურატორიც ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიაა, გალერეა “უნივერსში” კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. წარმოდგენილი ექსპოზიცია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასიამოვნო სიახლეა ახალ, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში.