იაპონიის პრემიერ მინისტრი ჯუნიჩირო კოიზუმი კანადასა და აშშ-ს მოემგზავრება.
იგი კანადაში პრემიერ მინისტრ სტივენ ჰარპერს ხოლო ვაშინგტონში კი, ზეგ, ჯორჯ ბუშს შეხვდება. თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრისას მხარეები ფხენიანის მიერ შორი მანძილის რაკეტის გამოცდის შესაძლებლობასა და ამერიკა- იაპონიის ეკონომოკური ურთიერთობის საკითხებს მიმოიხილავენ.
ვაშინგტონში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ლიდერები ქ. მემფისს გაემგზავრებიან სადაც იაპონელი სტუმარი როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის სასახლეს დაათვალიერებს. საყოველთაოდაა ცნობილი რომ კოიზუმი პრესლის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.
ეს როგორც ჩანს კოიზუმის ბოლო ოფოციალური ვიზიტი იქნება აშშ-ში. იგი სექტემბერში უნდა გადადგეს.