ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში რუსი დიპლომატი მოჰკლეს


ერთი რუსი დიპლომატი მოკლეს და ოთხი გაიტაცეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. დღესვე ქალაქ ბაქუბაში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის დროს 7 პოლიციელი დაიღუპა და 4 დაიჭრა.

გარდა ამისა ერაყის პოლიციამ ბაღდადში კიდევ 4 ადამიანის გვამი აღმოაჩინა წამების ნიშნებით. ამ ძალადობის ფონზე ერაყის ახალი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი უახლოეს ხანში თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების კანდიდატურებს დაასახელებს.

XS
SM
MD
LG