ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასის შეიარაღებულმა ფორმირებამ ღაზას სექტორი დატოვა.


ჰამასის მოძრაობის მიერ მართვადმა პალესტინის მთავრობამ, ფათას მოძრაობასთან დაძაბული ურთიერთობის გამოკეთების მცდელობით, ღაზას სექტორის ქუჩებიდან ჰამასის შეიარაღებული ფრთის წევრები გაიყვანა.

გადაწყვეტილება, ფათასა და ჰამასს შორის 2 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. მოძრაობებს მოლაპარაკების დაწყება, მათ შორის მიდინარე სისხლიანი შეტაკებების სამოქალაქო ომში გადაზრდის შიშმა აიძულა.

დღეს პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, ჰამასს 10 დღე მისცა იმისთვის, რომ მოძრაობამ ან აღიაროს პალესტინისა და ისრაელის გვერდი-გვერდ არსებობა, ან საკითხის გამო რეფერენდუმი ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ ჰამასი ისრაელის სახელმწიფოს არსებობას უკანონოდ თვლის და მას პრინციპულად არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG