ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ტერაქტების შედეგები ჯერაც ვერ იქნა დაძლეული.


ორგანიზაცია ამერიკული წითელი ჯვრის მიერ დაფინანსებული გამოკვლევის თანახმად, ცნობილი ხდება რომ 11 სექტემბრის მოვლენებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, დღეს, ბევრი ის ადამიანი ვიზეც ტერაქტებმა პირდაპირ იქონია გავლენა, ემოციურად კვლავ არასტაბილურ მდგომარეობაშია.ანგარიშის ავტორებმა ის 1500 -ი ადამიანი გამოჰკითხეს, ვინც ორგანიზაციის 11 სექტემბრის სარეაბილიტაციო პროგრამას დახმარებისთვის მიმართა. ესენი არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები, სასწრაფო დახმარების სამსახურების თანამშრომლები და ის ხალხი ვინც ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრის სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა. გამოკითხულთა ორმა მესამედმა განაცხადა, რომ ტრაგედიის შედეგად მიყენებული ემოციური ტრავმა და მწუხარება დღესაც მეტნაკლებად გავლენას ახდენს მათზე. გამოკითხულთა 40 პროცენტზე მეტმა კი განაცხადა, რომ მათ გამოჯანმრთელებისთვის კვლავ სჭირდებათ დამატებითი მომსახურება- ფინანსური დახმარებისა თუ სამედიცინო უზრუნველყოფის მხრივ.

XS
SM
MD
LG