ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსთაველის  გამზირზე საპატრულო პოლიციამ აქცია დაშალა.


ელენე ბარათაშვილი თბილისი 24.05.2006.

წუხელ თბილისში , პარლამენტის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „თანასწორობის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაშალეს. დაშლის დროს რამდენიმე მონაწილე დაშავდა. სამართალდამცავებმა აქციის 3 მონაწილე - ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ამირეჯიბი და მიხეილ კაჭკაჭიშვილი დააკავეს, თუმცა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მხოლოდ ორი მათგანი, ლ.ამერეჯიბი და მ.კაჭკაჭიშვილი წაიყვანეს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ალკოჰოლურ ზემოქმედებაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ ორივე დაკავებული გლდანის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ბრალად ხულიგნობა წაუყენეს. - რა მოხდა გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე ? - ამ კითხვით ადამიანის უფლებათა დამცველს, ნანა კაკაბაძეს მივმართე. ნ.კაკაბაძე : - „თანასწორობის ინსტიტუტი“, რომელსაც სხვა არასამთავრობოებიც შეუერთდნენ სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის და სხვა მკვლელობების კანონიერ გამოძიებას მოითხოვდა და , დაკავებას, დაპატიმრებას იმ ადამიანებისა, ვინც ეს მკვლელობები შეუკვეთა და ჩაიდინა.“ დღეს დილით ლ.ამირეჯიბის და მ.კაჭკაჭიშვილის სასამართლო პროცესი შედგა. პროცესზე ისინი სამართალდამრღვევებად სცნეს და ჯარიმის სახით 7 ლარი ,50 თეთრი გადაახდევინეს. შეგვიძლია მათი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის კომენტარი მოვისმინოთ : - ,,სასამართლოზე გაცხადდა, რომ ისინი სპეციალურად, საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მაგრამ ამას აკეთებდნენ იმ მიზნით, რომ უფრო მაღალი ღირებულება დაეცვათ - მკვლელების დასჯას და გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას მოითხოვდნენ “. აპირებს თუ არა აქციის დარბევის შემდეგ „თანასწორობის ინსტიტუტი“ საპროტესტო აქციების გაგრძელებას ?. - ამ კითხვით ირაკლი კაკაბაძეს მივმართე. ი.კაკაბაძე : - „არ გავჩერდებით, აქციებს კიდევ გავმართავთ. ეს აქციები მუდმივად გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში ასეთი უსამართლობა იქნება“.

XS
SM
MD
LG