ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა 300 ვიეტნამელი მეთევზის გადარჩენა შესძლო


ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო გემებმა 300 ვიეტნამელი მეთევზის გადარჩენა შესძლეს. აღმოჩენილია 21 გვამი. შეგახსენებთ, რომ მეთევზეები გასულ კვირას გაუჩინარდნენ, როცა ქარიშხალმა “ჩანჩუმ” სამხრეთ ჩინეთის ზღვას გადაუარა. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 300 მეთევზე ზღვაში 22 გემიდან გადაარჩინეს.

ოფიციალური პეკინი, ამ ფონზე, იტყობინება, რომ საერთაშორისო წყლებში ჩატარებულ სამაშველო სამუშაოებს შორის, ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი იყო თავისი მასშტაბით.

გრძელდება სხვა დაკარგული მეთევზეების ძებნა, მაშინ როცა უკვე ვიეტნამი იტყობინება, რომ ძლიერი ქარიშხლისას 6 თევზსაჭერი გემი ზღვაში ჩაიძირა.

XS
SM
MD
LG