ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუშის რეიტინგი კიდევ უფრო იკლებს


ამ წუთებში ბოლო 5 წლის მანძილზე პრეზიდენტ ბუშის რეიტინგი ყველაზე დაბალია.

დღეს გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის და სი ბი ეს ნიუსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გამოკითხული ამერიკელების მხოლოდ 31 პროცენტი იწონებს პრეზიდენტის საქმიანობას. ისტორიიდან ცნობილია, რომ მსგავსი დაბალი მაჩვენებლები მხოლოდ პრეზიდენტებს-ნიქსონსა და კარტერს ჰქონდათ.გამოკითხვის თანახმად ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკელები ისეთი საკითხებით არიან უკმაყოფილო, როგორიცაა ერაყის ომი, ნავთობზე ფასების ზრდა და ქარიშხალ კატრინას შემდეგ არსებული სიტუაცია.

XS
SM
MD
LG