შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 2007 წლის, დაზვერვისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი დაამტკიცა. თანხის რაოდენობა ოფიციალურად გასაიდუმლოებულია, თუმცა ფიქრობენ რომ ის 44 მილიარდ დოლარს აღწევს. სადაზვერვო ბიუჯეტი დღეს წარმომადგენელთა პალატაში 327 ხმით 96-ტის წინააღმდეგ მიიღეს. ბიუჯეტი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და კიდევ სულ მცირე 15-ტ სხვა სადაზვერვო სააგენტოს მოხმარდება. რესპუბლიკელმა წარმომადგენლებმა დემოკრატების მიერ შეთავაზებული რამდენიმე შესწორება დაბლოკეს. მათ შორის, მოთხოვნა სრული ანგარიში წარმოადგინონ ბუშის ადმინისტრაციის პროგრამაზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანისათვის თვალთვალის უფლებას აძლევს ეროვნული უშიშროების სააგენტოს.
პოპულარული
1