ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალში საპროტესტო აქციები გრძელდება


ნეპალში ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს მართავენ ნეპალის პოლიტიკური პარტიები ეწინააღმდეგებიან მეფე გიანენდრას მოწოდებას დიალოგისკენ.

ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მეფემ ჯერ დემოკრატიული უფლებები უნდა აღადგინოს და დემონსტრანტების რეპრესიები.

ერთერთი ოპოზიციონერის განცხადებით:

აქტ

შერიგების და დიალოგისთვის, აქამდე გარკცეული ზომები უნდა გატარებულიყო, ამისთვის უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო. სხვანაირად, უბრალოდ მეფესთან ლაპარაკი შეუძლებელია.

ციტატის დასასრული

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ნეპალში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ ცოტა ოთხი ადამიანი იქნა მოკლული და ასობით დაიჭრა უსაფრთხოების ძალებთან მომხდარი შეტაკებებისას.

ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერ მინისტრის გირიჯა პრასად კოირალა როიტერს უცხადებს, რომ მეფის მოწოდება არცერთ მის მიერ განხორციელებულ ზომას არ მიესადაგება.

XS
SM
MD
LG