ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის არჩევნების მნიშვნელობა


კონგრესის არჩევნების მნიშვნელობა
კონგრესის არჩევნების მნიშვნელობა

პრეზიდენტ ბარაკ ობამას საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდა ელის ნოემბერში, როდესაც დაიწყება არჩევნები კონგრესში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები და ექსპერტთა პროგნოზები იმაზე მიუთითებენ, რომ რესპუბლიკელები ამ არჩევნებში განსაზღვრულ წარმატებას მიაღწევენ, რასაც სერიოზული ზეგავლენა ექნება იმაზე თუ როგორ წარმართავს ბარაკ ობამა მის პოლიტიკას მომავალი ორი წლის განმავლობაში. რესპუბლიკელები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მოახერხებენ წარმომადგენელთა პალატაში დამატებით 40 ადგილის მოპოვებას, რაც მათ საშუალებას მისცემს ისევ იგდონ ხელთ წარმომადგენელთა პალატის კონტროლის სადავეები, რაც მათ ხელიდან გაუშვეს 2006 წლის არჩევნებში. აი რა აზრი გამოთქვა ჩვენთან საუბარში ამერიკელმა პოლიტიკურმა ექსპერტმა ჯონ პორტიერმა:

-„მიმაჩნია, რომ რესპუბლიკელები მხოლოდ 20-ი ან 30-ი ადგილის მოპოვებას მოახერხებენ. არა მგონია, რომ ისინი შესძლებენ უმრავლესობის სტატუსის დაბრუნებას. მაგრამ თუკი ასე მოხდა ეს მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება წინ, რაც პრაქტიკულად შეცვლის იმას, თუ როგორ წარმართავს მის პოლიტიკას ობამა“.

თუ რესპუბლიკელებმა მიაღწიეს წარმატებას წარმომადგენელთა პალატაში ეს მკვეთრად შეამცირებს პრეზიდენტ ობამას შანსებს კონგრესის მიერ მისი ინიციატივების დამტკიცების თაობაზე. არ არის გამორიცხული, რომ წელს რესპუბლიკელებმა სენატშიც მოიპოვონ დამატებითი ადგილები. ამჟამად დემოკრატები სენატში 100-დან 59-ტ ადგილს ფლობენ. „დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებიც 2006-სა და 2008-წლებში დემოკრატებს უჭერდნენ მხარს დღეს რესპუბლიკელებისაკენ იხრებიან“- მიაჩნია ქუქის პოლიტიკური ცენტრის თანამშრომელს დეივიდ ვასერმანს.

-„ ჩემის აზრით ამ არჩევნებში კრიტიკულ როლს ითამაშებენ დამოუკიდებელი ამომრჩევლები, ანუ ის ამომრჩევლები, რომლებიც არცერთ პარტიასთან არ არიან დაკავშირებულები. 2006-სა და 2008 წლებში ისინი უფრო დემოკრატიული პარტიის პოზიციებზე იდგნენ, მაგრამ ახლა როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადჰყოფს ისინი სულ უფრო მეტად ავლენენ იმას, რომ რესპუბლიკელებს უჭერენ მხარს.“

პოლიტიკურ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ობამამ და დემოკრატიული პარტის წევრებმა მუხლჩაუხრელად უნდა იღვაწონ, რათა მათმა მომხრეებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ნოემბრის არჩევნებში. როგორც ისტორია გვიჩვენებს ის პარტია, რომელიც აკონტროლებს თეთრ სახლს ჩვეულებრივ კარგავს ადგილებს კონგრესში პირველივე შუალედურ არჩევნებში. ამას გარდა დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის მიერ პრეზიდენტის პოპულარობის შეფასება. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამოდენიმე გამოკვლევის შედეგის თანახმად ობამას პოპულარობა 50-თ პროცენტზე დაბლა დაეშვა, რაც დიდად უნდა აღელვებდეთ დემოკრატებს ნოემბრის არჩვენბის კონტექსტში.

დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ ამერიკული ეკონომიკის გამოსწორების ფაქტი მათ წისქვილზე დაასხავს წყალს, რაც შესაძლებლობას მისცემს დემოკრატებს შეინარჩუნონ უმრავლესობის სტატუსი ნოემბრის არჩევნების შემდეგ. საგულისხმოა, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვის ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება იქცეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსის შემცვლელის დამტკიცება სენატში, რომლის კანდიდატურასაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაასახელებს.

XS
SM
MD
LG