ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ახალ ბირთვულ სტრატეგიას ირჩევს


აშშ ახალ ბირთვულ სტრატეგიას ირჩევს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახალი ბირთვული სტრატეგიის გამოცხადებას აპირებს. აშშ კიდევ უფრო ამკაცრებს იმ წინაპირობებს, რომელიც აუცილებელია აშშ-ს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. აშშ-ს კონგრესი ყოველი ახალი ადმინისტრაციისაგან ითხოვს ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებულ დაწვრილებით გეგმას. გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსისათვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია ნაწლია იმ ძალისხმევისა, რომლითაც უნდა მიაღწიონ ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნას. საგაზეთო სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი სტრატეგიის თანახმად უნდა შეწყდეს ახალი ბირთვულიიარაღების შემუშავება. ისტორიაში პირველად ამ გეგმაში აცხადებენ, რომ აშშ არ მიმართავს ბირთვული იარაღის გამოყენებას ისეთი არაბირთვული სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ასრულებენ ბირთვული იარაღის მსოფლიოში არგავრცელების პაქტის პირობებს. აღსანიშნავია, რომ ობამას თანახმად გამონაკლისს მხოლოდ ისეთი ქვეყნები შეადგენენ, როგორებცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ან არ მიიღეს საერთაშორისო შეთანხმება მსოფლიოში ბირთვული იარაღის არ გავრცელების შესახებ.

XS
SM
MD
LG