ირანის გაზეთ „ჯავანში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ირანის ატომური ენერგიის ხელმძღვანელთან ალი აკბარ სალეჰი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა უცხოეთში გადააგზავნოს 1200 კგ ნაკლებად გამდიდრებული ურანი და ამის სამაგიეროდ მიიღოს 120 კგ დიდად გამდიდრებული ურანი მისი სამედიცინო საკვლევი რეაქტორისათვის. მანვე აღნიშნა, რომ ირანი მოითხოვს ამ ოპერაციის ირანის ტერიტორიაზე ჩატარებას, რაზეც ადრე დასავლეთმა უარი განაცხადა. ოქტომბერში დასავლეთის მიერ წამოყენებული ინიციატივის თანახმად ირანს ურანის პარტიების გაცვლის უფლება მხოლოდ რუსეთთან და საფრანგეთთან აქვს. ირანმა არ მიიღო ეს ინიციატივა.