ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარეგულირებელმა კომისიის გადაწყვეტილება


კომისიის გადაწყვეტილებით იმედი 13 მარტს ეთერშიგასული „მოდელირებულიქრონიკისათვის“ არ დაჯარიმდება და არც რაიმე სხვა სახის სანქცია არ დაუწესდება. “ტელეიმედს” დაევალა დეკლარაციის გამოქვეყნება, რომელშიც უნდა აღიაროს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას იმ ინსცენირების გამო, რომელმაც საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. გარდა ამისა, “ტელეიმედს” დაევალა, რომ ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს თითოეული მოქალაქის საჩივარი, მოხდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და საჩივრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომისიას. კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა – ირაკლი მოსეშვილმა. კომისიის დასკვნაზეკომენტარები დღეს ჩვენმა რესპონდენტებმა პოლიტოლოგებმა ბატონმა იგორ კვესელავამ და კახა გოგოლაშვილმა გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ ბატონი კახა 13 მარტს იმედის დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას. ბატონი იგორის თქმით მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო მკვეთრად მსუბუქი გადაწყვეტილება და იგი უარყოფითად აფასებს კომისიის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით უპრიანი იქნებოდა თუ იმედის ხელმძღვანელობა უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებდა. აი რა თქვა კომისიის გადაწყვეტილებაზე ბატონმა კახა გოგოლაშვილმა: „ კომისია რა თქმა უნდამოქმედებდა კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ მეორეს მხრივ კანონმდებლობა არის ძალიან ლიბერალური და ნაკლოვანი ასეთი სიტუაციების პრევენციასთან მიმართებაში. არ შეიძლება, რომ ასეთშემთხვევაში სასჯელი იყოს მხოლოდ ბოდიშის მოხდის სანქცია. სამწუხაროა, რომ კანონმდებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ასეთი ნორმებით.“

XS
SM
MD
LG