ერაყის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად პრემიერ-მონისტრ ნური ალ მალიკის კოალიცია ყველას უსწრებს წინ საპარლამენტო არჩევნების წინასწარ მონაცემებში. ჯერ-ჯერობით მიცემულ ხმათა მხოლოდ 60 % დათვლილი. მალიკის კოალიციამ განსაკუთრებით კარგი შედეგები მიიღო ბაღდადსა და ერაყის სამხრეთში. მეორე ადგილზე გადის ყოფილი პრემიერ-მინისტრს ლიად ალავის ფრაქცია, რომელმაც წარმატებას ძირითადად სუნითებით დასახლებულ რეგიონებში მიაღწია.