ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიბენდი განცხადებას აკეთებს ირანზე


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ მილიბენდმა განაცხადა, რომ ლონდონი და პეკინი ეთანხმებიან იმას, რომ საჭიროა ზეწოლა ირანზე მისი ბირთვული პროგრამების საკითხში, თუმც ამავე დროს ყველა ღონე უნდფა იხმარონ მასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მილიბენდმა აღნიშნა, რომ აზრთა თანხვედრას აქვს ადგილი ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის იმის თაობაზე, რომ ირანი უნდა დაემორჩილოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე. მილიბენდმა ეს განცხადება ჩინეთში გააკეთა, სადაც ოფიცალური ვიზიტით იმყოფება. იგი ირანის ბირთვული პროგრამასა და სხვა საკითხებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იანგ ძიეჩისთან განიხილავს. ამ ფონზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები იმ ფაზაში შევიდა, როდესაც საჭირო გახდება ირანის მიმართ სანქციების დაწესება. მან ეს განცხადება გააკეთა გერმანიაში იქ მყოფი ლიბანის პრემიერ მინისტრ ჰარირისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG