ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ პრეზიდენტი კონგრესში სიტყვით გამოვა


ბარაკ ობამა მიმართვას გააკეთებს კონგრესის გაერთიანებული შემადგენლობის წინაშე, რაც გადაცემული იქნება ტელევიზიით მთელი აშშ-ს მასშტაბით. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამამ აშშ-ს მართვის სადავეები ჩაიბარა. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელ გამოკითხვის თანახმად ბარაკ ობამასადმი საზოგადოების მხარდაჭერა სულ უფრო მცირდება. სულ უფრო მეტი ამერიკელი არ ეთანხმება მის პოლიტიკას.როგორც ფიქრობენ პრეზიდენტი მის სიტყვაში გაამახვილებს ყურადღებას იმ საშუალებებზე, რომლებიც საჭიროა საშუალო კლასის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ობამამ სასწრაფოდ უნდა გამონახოს გზები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ჯანდაცვის ახალი სდაზღვევო გეგმა და ამის შემდეგ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ეკონომიკის გამოჯანსაღებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები უჩვენებს ყველაზე მეტად აწუხებს ამომრჩეველს. როგორც რესპუბლიკელები აცხადებენმასაჩუსეთსის შტატში სენატში არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ობამას პოზიციები იცვლება და რომ მისთვის ეს იმის ნიშანი უნდა იყოს,რომ საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ოპოზიციასთან, რათა ერთიანი პლატფორმა გამონახონ, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკის დარგში პრობლემების მოსაგვარებლად. ენბისისადმი მიცემულ ინტერვიუში სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:

-„პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვიტა უკიდურესად მემარცხენეთა პოზიციები გაეზიარებინა. სწორედ ამიტომაც ჩვენი უმრავლესობა არ უჭერს მას მხარს. ჩემის აზრით თუკი იგი შუალედურ პოზიციას აირჩევს მასთან რესპუბლიკელთა უფრო ფართე სპექტრი ითანამშრომლებს.“

განსაზღვრულწილად სწორედ ეს გეზი აირჩია პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, მას შემდეგ რაც 1994 წელს ჩატარდა არჩევნები კონგრესში. მაშინ რესპუბლიკელებმა იგდეს ხელთ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის კონტროლი. ვაშინგტონის ორპარტიული პოლიტიკური ცენტრის თანამშრომელმა მეტ დალეკმა შემდეგი აზრი გამოთქვა ჩვენთან საუბარში:

-„ჩემის აზრით მან უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, გაამრთელოს ის ბზარები, რომლებიც გაჩნდა სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან ურთიერთობაში. იგი უფრო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს დამოუკიდებელი პოზიციის მქონე პარტიებთან. წინ უნდა წამოწიოს ის საკითხები, რომლებშიც რესპუბლიკელები ითანამშრომლებენ დემოკრატებთან. მაგალითად დეფიციტის შემცირების საკითხი.“

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ობამას აწმყო პრობლემები განსაზღვულწილად გამოცდაა იმაში შესძლებს თუ არა იგი დაიბრუნოს საზოგადოების ის მხარდაჭერა, რომელსაც მან მიაღწია 2008 წელს. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში პოლიტიკურმა კომენტატორმა ტომ დე ფრანკმა:

-„ ბევრს და მათ შორის დემოკრატებსაც მიაჩნია, რომ ობამა თავს შორს იჭერს აწმყო პრობლემებიდან. ამომრჩეველს ჭირდება იმის შეგრძნება, რომ მათი პრეზიდენტი იზიარებს მათ ტკივილს, მათ აღშფოთებას იმაზე თუ რაც ხდება დღეს მათ ცხოვრებაში. პრეზიდენტი ვერ იქნება ამ სიტუაციაში რაღაც განყენებულ პოზიციებზე მდგომი პიროვნება.“

ექსპერტების აზრით ძალზე მნიშვნელოვანია ობამასათვის მის მიმართვაში იმაზე საუბარი თუ როგორ წარმართავს მის პოლიტიკას კონგრესში მასაჩუსეთში რესპუბლიკელების გამარჯვების ფონზე.

ექსპერტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ნოემბერში 20 ან 30 ადგილს დაიკავებენ წარმომადგენელთა პალატაში. ამას გარდა მოელიან, რომ რესპუბლიკელები გამარჯვებას სენატშიც მიაღწევენ, მას შემდეგ რაც მის ადგილს სენატში დაიკავებს მასაჩუსეტსელი რესპუბლიკელი სენატორი სკოტ ბრაუნი.

XS
SM
MD
LG