ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი ტერაქტი ბაღდადში


ოფიციალური განცხადების თანახმად კამიკაძე ტერორისტებმა სამი აფეთქება განახორციელეს ბაღდადის სასტუმროებში. დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა 36, ხოლო დაიჭრა 71 კაცი. პირველი ბომბი აფეთქდა იშტარ შერატონის სასტუმროს გალავანთან, რამაც გალავნის ნაწილის ნგრევა გამოიწვია. ამის შემდეგ ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სასტუმრო ალჰამრას დაცვას. ამასობაში კამიკაძე ტერორისტმა ფეთქებადი მასალით დატვირთული ავტომობილი უშუალოდ სასტუმროს შეატაკა, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა თან.თითქმის იმავდროულად ავტომობილში დამონთაჟებული ნაღმი სასტუმრო ბაბილონთან აფეთქდა. ერაყის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვავენ იმის თაობაზე, რომ მეამბოხეები ამგვარი ტერაქტების საშუალებით 7 მარტისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG