ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური ინვესტიციები საქართველოში


ეს თემა ჩვენმა რესპონდენტმა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილმა თვმჯდომარემ ბატონმა ქენან ილდირიმმა გააშუქა. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოღვაწეობაზე გასულ წელს გლობალურმა ეკონომიურმა კრიზისმა იმოქმედა. მისივე თქმით მიმდინარე წელს კი უცხოელი ინვესტორები მაისში ჩატარებული მერის არჩევნების შედეგებს ელოდებიან. სწორედ ამ არჩევნების შედეგები იქნება იმის განმსაზღვრელი თუ რამდენად გაიზრდება უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მისივე თქმით უცხოელი ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანია სტაბილური პოლტიკური გარემო. ბატონმა ქენანმა ასევე საქართველოში თურქულ ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია, რომლის წევრიც ამჟამად თავადაც ბრძანდება, სწორედ თურქი ბიზნესმენების საქართველოში მოზიდვაზე მუშაობს. მისივე თქმით თურქი ბიზნესმენები საქართველოში განსაკუთრებით ტურიზმით არიან დაინტერესებულები.

XS
SM
MD
LG