ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები მადლიერების დღეს აღნიშნავენ


ამერიკელები მადლიერების დღეს აღნიშნავენ
ამერიკელები მადლიერების დღეს აღნიშნავენ

სადღესასწაულო სუფრას ტრადიციულად შემწვარი ინდაური და შტოშის საწებელა ამშვენებს.

მადლიერების დღესასწაულს, რომელსაც ამერიკელები დღეს აღნიშნავენ ტრადიციულად მოსავლის აღების შემდეგ, ბუნებისადმი მადლიერების გამოხატვას გულისხმობს.

შეერთებულ შტატებში ეს დღესასწაული ყოველწლიურად ნოემბრის ბოლო კვირის ხუთშაბაშს ეწყობა. სადღესასწაულო სუფრას ტრადიციულად შემწვარი ინდაური, შტოშის საწებელა, ბოსტნეული და გოგრის ან ვაშლის ნამცხვრები ამშვენებს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სადღესასწაულოდ წარმოთქმულ სიტყვაში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა ქვეყნაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას და დასძინა, რომ ამერიკა ამ სირთულეს ამჯერადაც დაძლევს.

XS
SM
MD
LG