ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განსხვავებული "მადლიერების დღე"


განსხვავებული "მადლიერების დღე"
განსხვავებული "მადლიერების დღე"

მსგავსი ღინისძებების მიზანია, ადამიანებში ცხოველთა მიმართ სიყვარული გაძლიერდეს.

მერილენდის შტატის ქალაქ ფულესვილში მდებარე „პოპლარ სფრინგის“ ფერმაში დღე საქმიანად დაიწყო. მოხალისეები ტრადიციული მადლიერების დღისადმი მიძღვნილი სადილისათვის ემზადებიან.

დღესასწაულისთვის დიდი რაოდენობით ინდაურები დაიკვლება. ამ დღეს, თითქმის ყველა ამერიკული ოჯახი ვახშმად შემწვარ ინდაურს გეახლებათ, თუმცა აქ, ამჟამად, ინდაურები სტუმრის სტატუსში მოგვევლინებიან:

„ყოველწლიურად მილიონობით ინდაური იკვლება მადლიერების დღისთვის. ჩვენთან ინდაურები მეტ-ნაკლებად დაცულები არიან და გვინდა, რომ ისინი საპატიო სტუმრის სტატუსში იყვნენ“ - ამბობს ტერი კუმინგსი „პოპლარ სპრინგის“ ფერმის თანამშრომელი.

ტერი კუმინგსი და მისი მეუღლე 14 წლის მანძილზე მადლიერების დღეს ცოცხალ ინდაურებთან ერთად აღნიშნავენ:

„ამით, ჩვენ, თანადგომას ვუცხადებთ ფრინველებს. გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, რომ მადლიერების დღის აღნიშვნა ინდაურის დაკვლის გარეშეც შეიძლება; ფრინველები მათ საყვარელ სხვადასხვა საკვებს შეჭამენ. ქათმებსა და ინდაურებს ძირითადად ყველანაირი ხილი უყვართ.“

მას შემდეგ, რაც ფრინველები თავინთ საჭმლის წილს მიიღებენ, ჯერი ადამიანებზე დგება. ასეთი სადილი მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდიოზულ ვეგეტარიანულ ტრადიციას წარმოადგენს, რომელსაც წელს ამერიკაში 800-ზე მეტი ადამიანი გაიზიარებს:

„ხალხი ყოველივე ამას დიდი სიხარულით ხვდება, რადგან არატრადიციული, სახალისო მოვლენაა. თავის მხრივ, ადამიანებში ცხოველთა დაცვის ინტერესი ძლიერდება და ბავშვები მათ თანადგომას სწავლობენ. მე ხორცს 30 წლის განმავლობაში ვჭამდი და მაშინ ასე სულ არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა სიყვარული მაშინაც მქონდა, ამ გრძნობას თეფშზე საჭმელად გამზადებული ხორცის დანახვისას მაინც ვერ ვაცნობიერებდი -“

აღნიშნავს ტერი კუმინგსი და იქვე დასძენს, რომ მსგავსი ღინისძებების მიზანს ადამიანებში ცხოველთა სიყვარულის ხელშეწყობა წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG