ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება


სადირ ჯაფაროვის მხარდამჭერრი აქცია

ყირგიზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სადირ ჯაფაროვი აცხადებს, რომ ის უზრუნველყოფს ამჟამინდელი პრეზიდენტის სოორონბაი ჯეენბეკოვის მიერ პირობის შესრრულებას თანამდებობის დატოვების შესახებ, მას შემდეგ, რაც ქვეყანა კრიზისიდან გამოვა. ჯაფაროვის კანდიდატურა პრეზიდენტმა დაამტკიცა.

„ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ პირველად შეთანხმებას, სადაც პრეზიდენტი აცხადებდა, რომ თანამდებობიდან გადადგება, სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ“, - განუცხადა ჯაფაროვმა ჟურნალისტებს.

დემონსტრაცია ბიშკეკში
დემონსტრაცია ბიშკეკში

ჯაფაროვის დანიშვნა, რომელიც ციხიდან საპროტესტო გამოსვლების ფონზე გაათავისუფლეს, კრიზისის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯია. 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამოსვლები მას შემდეგ მოხდა, რაც არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ მთავრობასთან დაკავშირებულმა პარტიებმა მოახერხეს. არჩევნები მოსყიდვისა და გაყალბების ბრალდებების ფონზე ჩატარდა.

გამოსვლების შედეგად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გააუქმა და განმეორებითი არჩევნები გამოაცხადა. მოგვიანებით, კანონმდებლები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბენ, და ციხიდან განთავისუფლებული ჯაფაროვი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. თუმცა, ოპოზიციიის სხვა ჯგუფები აცხადებდნენ, რომ ეს არალეგიტიმური იყო, რადგან მას ხმა მხოლოდ 50 დეპუტატმა მისცა 120 მანდატიანი საკანონმდებლო ორგანოდან. თუმცა მოგვიანებით, ხელახალ სესიაზე მოხდა მისი დამტკიცება ხმების საჭირო რაოდენობით. თუმცა, ადგილზე მხოლოდ 51 დეპუტატი იმყოფებოდა. ნაწილმა, ხმის მიცემა არაპირდაპირი გზით განახორცილა და შედეგად ჯაფაროვმა 61 ხმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მისი ლეგიტიმურობა ჯერ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

6.5 მილიონიან ქვეყანაში ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯაფაროვის მხარდამჭერები ბიშკეკში შეიკრიბნენ, მისი მხადაჭერის, პრეზიდენტის გადადგომის და პარლამენტის დაშლის მოთხოვნით.

დემონსტრაცია ყირგიზეთში
დემონსტრაცია ყირგიზეთში

ჯაფაროვის მხარდაჭერა არაურბანულ ნაწილებში აქვს. ხოლო ოპოზიციის სხვა წარმომადგენელბის ძალაუფლების ცენტრი კი ურბანული ცენტრებია. ისინი ცდილობდნენ საკუთარი კანდიდატები წარედგინათ პრემიერის პოსტზე. ჯაფაროვის და ოპოზიციური ჯგუფების ამ დაპირისპირებამ, გასულ კვირას ქუჩაში გადაინაცვლა.

შეერთებული შტატების საელჩომ ბიშკეკში, კონსტიტუციური წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ორგანიზებული დანაშაულია.

„ნათელია, რომ დემოკრატიული პროგრესისკენ ერთ-ერთი დაბრკოლება, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მცდელობაა პოლიტიკასა და არჩევნებზე გავლენა მოიპოვონ“, - განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

ქვეყანაში განმეორებით არჩევნები უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG