ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ახალი მთავრობა მუშაობას იწყებს


პირველად, ბოლო 12 წლის განმავლობაში, ისრაელის მოქალაქეებმა ორშაბათს ახალი მთავრობა და ახალი პრემიერ-მინისტრი მიიღეს. ნაფტალი ბენეტმა პარლამენტის მხარდაჭერა მიიღო და ისრაელის დიდი ხნის ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ თანამდებობიდან მოაცილა. ორ პირს თანამდებობის გადასაბარებელი შეხვედრა აქვს დანიშნული, მაგრამ ეს ტრადიციული ფორმალური ცერემონიის გარეშე მოხდება.

ისრაელის კნესეტმა ბენეტის კოალიციური მთავრობა კვირას, ხმების მცირე უპირატესობით დაამტკიცა და ნეთანიაჰუს ისტორიული 12-წლიანი მმართველობა დაასრულა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობა ყველაზე ხანგრძლივად ეკავა, ახლა ოპოზიციის ლიდერი იქნება.

დევიდ ბიტანმა, ლიკუდის პარტიის კანონმდებელმა “კან” საზოგადოებრივ რადიოს უთხრა, რომ ნეთანიაჰუ ბენეტთან ფორმალურ ცერემონიას არ აწყობდა, რადგან ბენეტ-ლაპიდის მთავრობის შექმნით თავს “მოტყუებულად” გრძნობს და არ სურს ამ საქმეს ოდნავი ლეგიტიმურობაც რომ მისცეს. კოალიციის შეთანხმების მიხედვით, ბენეტი პრემიერის თანამდებობაზე პირველ ორ წელიწადს იქნება, ამის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი კოალიციის მთავარი არქიტექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრი იეირ ლაპიდი გახდება.

კოალიციაში შედის სამი პარტია, რომელსაც ნეთანიაჰუს ყოფილი მოკავშირეები, მათ შორის ბენეტი ხელმძღვანელობენ. ისინი ბევრ საკითხზე ნეთანიაჰუს მკაცრ იდეოლოგიას იზიარებენ, მაგრამ სამივე ლიდერს ჰქონდა უთანხმოება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, რაც მისი პიროვნული თვისებებით და ხელმძღვანელობის სტილით იყო განპირობებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG