ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესამე არჩევნების შემდეგ ისრაელს მთავრობა ჯერ ისევ არ ჰყავს


ისრაელში ორშაბათ საღამოს ჩატარებულმა “ეგზით პოლებმა” ნეთანიაჰუს მემარჯვენე ფრთის და რელიგიურ ბლოკს, ისრაელის ქნესეტის 120 ადგილიდან თავდაპირველად 60 ადგილი მიაკუთვნა, მაგრამ საბოლოო შედეგებმა ეს სურათი შეცვალა. ბევრი ნიშნით, ეს წელს ჩატარებულ წინა ორ არჩევნებს ჰგავდა, როდესაც არც-ერთ პარტიას უმრავლესობის კოალიციის შექმნის საშუალება არ მიეცა.

ნეთანიაჰუმ ბოლო არჩევნების შემდეგ ძალები აღიდგინა. მისი პარტია “ლიკუდი” ისრაელის ყველაზე ყველაზე მსხვილი პარტია გახდა და მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მას მთავრობის ჩამოყალიბების პირველი შანსი შესთავაზოს.

ნეთანიაჰუ ირწმუნებოდა, რომ კორუფციაში სამი ბრალდების წაყენების მიუხედავად, დიდი გამარჯვება მოიპოვა. მისი სასამართლო მოსმენა 17 მარტისთვის არის ჩანიშნული.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრობისთვის მას იმაზე მეტი ხმა მისცეს, ვიდრე ნებისმიერ სხვას ისრაელის ისტორიაში და მისი თქმით ეს გასაოცარი წარმატება იყო.

ნეთანიაჰუმ განთზს ბრალი არჩევნების შედეგების ძირის გამოთხრის მცდელობაში დასდო, რადგან ის ცდილობს კანონის გატანას, რომლითაც ბრალწაყენებული პრემიერ-მინისტრის მუშაობის გაგრძელება უკანონო გახდება.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ასეთი კანონის სწრაფად მიღება ადვილი არ იქნება და სავარაუდოდ, ახლანდელ პრემიერზე გავლენას არ იქონიებს.

XS
SM
MD
LG