ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობამ ბირთვული პროგრამის აჩქარების კანონის ამოქმედება შეაყოვნა


ირანის მთავრობამ შეაყოვნა პარლამენტის მიერ მიღებული საკამათო კანონის ამოქმედება, რომელიც ურანის გამდიდრების პროგრამის მყისიერ აჩქარებას ითვალისწინებს.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ის დიპლომატიურ ძალისხმევისთვის ზიანის მომტანი იყო. იმავდროულად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანას ამ კანონის ასამოქმედებლად, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება დაუყოვნებლად დაიწყოს, საკმარისი ფინანსები არ გააჩნია.

ირანის პარლამენტმა, სადაც ხისტი პოლიტიკოსები დომინირებენ, აღნიშნული კანონი წამყვანი ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფაქრიზადეს მკვლელობის შემდეგ მიიღო.
ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ კანონი, რომელსაც პოტენციურად ირანის მიერ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დროის შემცირება შეეძლება, მომავალი თეთრ სახლს დიპლომატიურ ძალისხმევას გაურთულებს.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, თუ თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობების ჩარჩოებში დაბრუნდება.

ზოგიერთმა ექსპერტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ირანმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, შეერთებულ შტატებთან მომავალ მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG