ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჯანყება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


პრეზიდენტმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეაფარა თავი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი აჯანყებულთა ხელშია. პრეზიდენტმა ბოზიზემ გაქცევით უშველა თავს.

რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგუიში მეამბოხეებმა ბრძოლებით გაიკაფეს გზა პრეზიდენტის სასახლისკენ. როიტერის განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეაფარა თავი.

დედაქალაქში შესვლამდე აჯანყებულებმა არ მიიღეს პრემიერ-მინისტრის წინადადება მოლაპარაკების გამართვის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვეს პრეზიდენტის გადადგომა.
XS
SM
MD
LG