ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია გამოწვევად რჩება


„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „დაუბრუნდეს OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის გარემოს შეფასების პროცესს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „დაუბრუნდეს OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის გარემოს შეფასების პროცესს

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა - ასეთი შეფასებით გამოეხმაურა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI). არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ამ დრომდე, ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ელიტურ კორუფციას ეფექტურად გაუმკლავდებოდა.

OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის ბოლო ანგარიში ასახავდა ყველა იმ პრობლემას, რაც საქართველოში არის, მათ შორის, სასამართლოს და საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის მხრივაც. მმართველ პარტიას ეს ანგარიში იმდენად არ მოეწანა და იმდენად გაღიზიანდნენ ამის გამო, რომ მთლიანად ფორმატზე თქვეს უარი.
ალექსანდრე ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკომისიის რეკომენდაციების მოთხოვნების საფუძველზე, „დაუბრუნდეს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მთავრობამ 2023 წლის თებერვალში დემონსტრაციულად დატოვა და „სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები“.

„რა თქმა უნდა, ამ ფორმატიდან გამოსვლა არის სერიოზული ნიშანი იმისა, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას არ სურს, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემის შესახებ ცნობილი გახდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა სანდრო ქევხიშვილმა.

მისი თქვით, „OECD/ACN-ის ანტიკორუფციული ქსელის ბოლო ანგარიში ასახავდა ყველა იმ პრობლემას, რაც საქართველოში არის, მათ შორის, სასამართლოს და საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის მხრივაც. მმართველ პარტიას ეს ანგარიში იმდენად არ მოეწონა და იმდენად გაღიზიანდნენ ამის გამო, რომ მთლიანად ფორმატზე თქვეს უარი.

ამ ძალიან მაღალი რეპუტაციის ფორმატიდან ასე გამოსვლა არის სერიოზული სიგნალი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ინვესტორებისთვის. ამ ფორმატიდან გამოსვლა ფაქტიურად ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელი აქვს ჩაქნეული კორუფციასთან ბრძოლაზე და მიშვებული აქვს ეს პრობლემა“ - მიაჩნია სანდრო ქევხიშვილს.

საქართველოში ელიტური კორუფციის პრობლემის მნიშვნელოვან გაუარესებაზე საუბრობს ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილი ყოფილი მოკავშირე და ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. გიორგი გახარიას 2013-2021 წლებში მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტები ეკავა, იყო ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე პრემიერ-მინისტრი.

„მე ხომ ვხედავ, რომ ის ხალხი, რომელიც ხან ვის მომიგზავნიდნენ, ხან ვის...ეს ხალხი ახლა მშვენივრად, მარტივად იღებს იმ სარგებელს, სხვადასხვა ფორმით, სადღაც ქონებით, სადღაც შეთანხმებით, სადღაც ვალების ჩამოწერით, სადღაც კიდე ათასი უბედურებით
გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი

„მე ხომ ვხედავ, რომ ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა არხებით, ხან ვის მომიგზავნიდნენ, ხან ვის გამომიგზავნიდნენ და ვისაც ყოველთვის ვეუნბებოდი, რომ არა! ეს ხალხი ახლა მშვენივრად, მარტივად იღებს იმ სარგებელს, სხვადასხვა ფორმით, სადღაც ქონებით, სადღაც შეთანხმებით, სადღაც ვალების ჩამოწერით, სადღაც კიდე ათასი უბედურებით, ამას ხო ვხედავ ნათლად“ - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლება პირიქით აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფციის პრობლემა აღარ არსებობს. „კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება“ - ნათქვამია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

„მსოფლიო სამართლის პროექტის" წლევანდელი „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში – მე-20, ევროპაში – მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილზეა და ასწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ეს ხალხი ახლა მშვენივრად, მარტივად იღებს სარგებელს"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

„ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა საქართველოს ხელისუფლების, საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და ისეთი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო იყოს მოწინავე კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მხრივ რა თქმა უნდა საამაყოა, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ“ - ასევე ოპტიმისტური იყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასებაც.

ჩვენ გვაქვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და ისეთი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო იყოს მოწინავე კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მხრივ რა თქმა უნდა საამაყოა
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სპიკერი

“საქართველო რომ კორუფციისგან თავისუფალ და კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე არის, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია დასტურდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ისევ გვესმის ბრალდებები, რომელიც კონკრეტული ფაქტებით, რა თქმა უნდა, არ დასტურდება“ - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი.

ის, რომ საქართველოში კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და სერიოზული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარება აუცილებელია, ევროკომისიის 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ რეკომენდაციებშიც წერია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები; უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; შეასრულოს ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

დეკლარაციების მონიტორინგის დროს ბიურომ უნდა გამოავლინოს თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონება და ასეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს გამოძიება;

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს "შეიმუშაოს და დაამტკიცოს ანტიკორუფციული სტრატეგია (რომელიც ქვეყანას ბოლო სამი წელია აღარ აქვს) და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მისი სრულყოფილად განხორციელება რეალისტურ ვადებში, შესაბამისი დაფინანსებითა და მონიტორინგის მეშვეობით.

ისევ გვესმის ბრალდებები, რომელიც კონკრეტული ფაქტებით რა თქმა უნდა არ დასტურდება“
ნინო წილოსანი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

განაახლოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით იმგვარად, რომ შედეგად პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის სფეროები გათავისუფლდეს გავლენიანი პირადი ინტერესებისგან და მათი გავლენისგან;

გაატაროს სასამართლო სისტემის სრულყოფილი რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და შეცვალოს გენერალური პროკურორის დანიშნვის წესი, რათა ის არჩეულ იქნას პარლამენტში უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG