ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მუხლით „გაასამართლებენ“ რუსები ქართველ მებრძოლებს?


რუსეთმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მებრძოლები პროპაგანდის და დეზინფორმაციის იარაღად აქცია
რუსეთმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მებრძოლები პროპაგანდის და დეზინფორმაციის იარაღად აქცია

რუსეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რა „მუხლით“ „გაასამართლონ“ ქართველი სამხედროები გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე, რომლებიც ტყვედ დროებით ანექსირებულ ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ კრემინასთან ახლოს ჩავარდნენ.

ზუსტად ასე გააკეთეს, როცა ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მოხალისეს დახვრეტა მიუსაჯეს. შემდეგ, ამ ბიჭების გაცვლა საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. მუდმივად ხაზგასმა რომ ქართველები "დაქირავებულები" არიან, სავარაუდოდ, სწორედ ამას ემსახურება“

40 წლის ჩუბითიძე გორის მუნიციპალიტეტის ახალსოფლიდან არის, 26 წლის გოგლიძე კი თბილისელია, ორივე საქართველოს მოქალაქეა და ორივე ჯარისკაცი უკრაინის არმიის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში ირიცხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური შენაერთია, რუსული პროპაგანდა ქართველი სამხედრო ტყვეებს შეგნებულად „დაქირავებულებად“ წარმოაჩენს.

„ეს არ ხდება შემთხვევით. ე.წ „ლუჰანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში“ დაქირავებული მებრძოლებისთვის "სასჯელის" "უმაღლესი ზომა" მოქმედებს" - უთხრა „ამერიკის ხმას“ ქართველმა ჯარისკაცმა გიორგი ს-მ. (სახელი და გვარი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია), რომელიც უკრაინის არმიაში იბრძვის.

მისი თქმით, "რუსებმა სიკვდილით დასჯის განაჩენი შეიძლება გამოიტანონ. რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოდ. შარშან ზაფხულში, ზუსტად ასე გააკეთეს, როცა უკრაინის მხარეს მებრძოლ ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მოხალისეს დახვრეტა მიუსაჯეს. არადა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ისინი უკრაინის არმიის 36-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები იყვნენ.

2022 წლის "საჩვენებელი პროცესი" დონეცკში, უკრაინის არმიის ლეგიონერებზე, ბრიტანეთის და მაროკოს მოქალაქეებზე, მათ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, შემდეგ კი რუს ტყვეებში გაცვალეს
2022 წლის "საჩვენებელი პროცესი" დონეცკში, უკრაინის არმიის ლეგიონერებზე, ბრიტანეთის და მაროკოს მოქალაქეებზე, მათ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, შემდეგ კი რუს ტყვეებში გაცვალეს

შემდეგ, ამ ბიჭების გაცვლა საუდის არაბეთის პრინცის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. მუდმივად ხაზგასმა რომ ქართველები დაქირავებულები არიან, სავარაუდოდ, სწორედ ამას ემსახურება" - ამბობს გიორგი ს.

რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ უკრაინაში მებრძოლ მოხალისეებზე, რომლებსაც თავად დაქირავებულებად (Наёмник-ებად) მიიჩნევს, ჟენევის 1949 წლის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ არ გავრცელდეს.

„რა აქვს რუსეთს ჩაფიქრებული ძნელი სათქმელია, მაგრამ ამათი არასამხედრო ტყვეებად გასაღება, არც კანონში ჯდება და არც მორალში, არაფერ სხვაში არ ჯდება. ესენი არიან ჩვეულებრივი კომბატანტები, ჩვეულებრივი სამხედროები"
ლაშა ბერიძე, თადარიგის პოლკოვნიკი

კრემლს, რომელმაც უკრაინაში სისხლიანი ომი გააჩაღა და ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამის "დასადასტურებლად", ცინიკურად მოჰყავს, ჟენევის კონვენციის დამატებითი პროტოკოლი, რომელიც 1977 წელს იქნა მიღებული. ამ პროტოკოლის 47-ე მუხლში ნათქვამია, რომ „დაქირავებულს არ აქვს უფლება კომბანტანტის ან სამხედრო ტყვის სტატუსი მიიღოს“.

მოსკოვმა 2022-23 წლებში, სწორედ კონვენციის ამ მუხლის მოშველიებით მოაწყო „საჩვენებელი სასამართლო პროცესები“ ანექსირებულ დონეცკსა და მარიუპოლში, როგორც უცხოელ მოხალისეებზე, ისე „აზოვის“ პოლკის მებრძოლებზე.

დასავლეთში ეს „სტრატეგია“ თავიდანვე ამხილეს და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასეს. ვინაიდან, ყველა უცხოელ მოხალისეს, რომლებიც უკრაინის არმიაში იბრძვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი აკავშირებს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისინი სამხედრო ტყვეები არიან.

„რა აქვს, რუსეთს ჩაფიქრებული ძნელი სათქმელია, მაგრამ ამათი არასამხედრო ტყვეებად გასაღება, ეს არც კანონში ჯდება, არც მორალში და არაფერ სხვაში არ ჯდება. ესენი არიან ჩვეულებრივი კომბატანტები, ჩვეულებრივი სამხედროები, რომლებიც არიან უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის ნაწილი, ასრულებდნენ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახულ ამოცანებს და იცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას“ - მიაჩნია თადარიგის პოლკოვნიკს ლაშა ბერიძეს.

"ისინი ჩვეულებრივი კომბატანტები, სამხედრო ტყვეები არიან"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:31 0:00

იმ შემთხვევაშიც კი, თუ, რუსეთმა გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე სამხედრო ტყვეებად აღიარა, დიდია ალბათობა, რომ ქართველ მოხალისეებს „საჩვენებელ სასამართლო პროცესზე“ მაინც მრავალწლიანი უკანონო „პატიმრობა“ „მიუსაჯონ“.

ბოლო თვეებში, ე.წ „ლუჰანსკის რესპუბლიკაში“, სადაც ამჟამად ჰყავთ დატყვევებული საქართველოს ორი მოქალაქე, უკრაინის არმიის 57-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცს გუზემას - უკანონოდ 21 წლიანი პატიმრობა „მიუსაჯეს“;

„ჩვენ უკრაინულ მხარესთან ამ საქმეზე ვერ ვითანამშრომლებთ, ეს არის უკრაინის საკითხი, გამომდინარე იქედან რომ ისინი რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები არიან“
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

ასევე „გაასამართლეს“ უკრაინის არმიის 108-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბატალიონის მებრძოლი ლემეშევი - 20 წელი კოლონიაში; 10-ე სატანკო ბრიგადის უფროსი ლეიტენანტი კაიზიუკა - 15 წელი; 54-ე მექანიზირებული ბრიგადის მებრძოლი პინკოვსკი - 14 წელი... და სხვები.

ზუსტი ციფრი, რუსეთში და ე.წ „დონეცკის“ და „ლუჰანსკის“ ოლქებში, უკრაინის არმიის რამდენი ჯარისკაცი გაუშვეს ციხეში, შეთითხნილი ბრალდებით უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წითელი ჯვრისა და შვეიცარიის მედიატორობით "ყველა ღონეს იხმარს, რომ დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების დაცვა შეძლოს", თუმცა, როგორც „ამერიკის ხმას“ დატყვევებული გიორგი ჩუბითიძის დედამ ლიმერი ტაბატაძემ უთხრა, „ოჯახს ოფიციალური სტრუქტურებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია“.

„ჩვენ უკრაინულ მხარესთან ამ საქმეზე ვერ ვითანამშრომლებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია კონკრეტული არხების გამოყენება, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება სამხედრო ტყვეების საკითხს, ეს არის უკრაინის საკითხი, გამომდინარე იქედან რომ ისინი რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები არიან“ - აღნიშნა ამ თემაზე საუბრის დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

"უკრაინულ მხარესთან ამ საქმეზე ვერ ვითანამშრომლებთ"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, აგრესორ რუსეთს 4337 უკრაინელი სამხედრო და 1953 სამოქალაქო პირი ჰყავს დატყვევებული. ქართველი სამხედროების გიორგი ჩუბითიძისა და გიორგი გოგლიძის გარდა, რუსეთის ტყვეობაში არის კიდევ სამი ეთნიკური ქართველი, სამივე უკრაინის მოქალაქე, რომლებიც ტყვედ მარიუპოლის დაცვის დროს ჩავარდნენ. როგორც "ამერიკის ხმამ" გაარკვია ამათგან ორი სამხედრო ტყვე რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ოკუპანტები უკრაინელებთან ერთად, სხვა ეროვნების, მათ შორის ქართველ ტყვეებსაც უსასტიკესად და არაადამიანურად ეპყრობიან, ეს ნათლად ჩანს, ჩუბითიძისა და გოგლიძის როგორც დაკავების, ისე „საჯარო დაკითხვის“ ამსახველ ვიდეოკადრებში, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მედია მიზანმიმართულად ავრცელებს.

რუსეთის არმიის მიერ მოწყობილი სამხედრო ტყვეების წამების ერთ-ერთი ცენტრი ოკუპირებულ უკრაინულ მიწაზე
რუსეთის არმიის მიერ მოწყობილი სამხედრო ტყვეების წამების ერთ-ერთი ცენტრი ოკუპირებულ უკრაინულ მიწაზე

XS
SM
MD
LG