ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული 8 ნოემბრის მოლოდინში: აუნთებს თუ არა ევროკომისია „მწვანე შუქს“ საქართველოს?


საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, 8 ნოემბერს ევროკომისია გამოაცხადებს, მოგცემენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, 8 ნოემბერს ევროკომისია გამოაცხადებს, მოგცემენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

8 ნოემბერს, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს სტატუსზე, ერთხელ უკვე უარი ეთქვა.

არ გამოვრიცხავ რომ მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს იქნება დახუნძლული მთელი რიგი ახალი ვალდებულებებით. ერთ-ერთი ვალდებულება იქნება ის რომ ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უფრო მეტ თანხვედრაში მოვიყვანოთ, ევროკავშირის პოლიტიკასთან
ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში

ევროპულმა საბჭომ მაშინ საქართველოს მხოლოდ „ევროპული პესპექტივა“ აღიარა და სტატუსის მისაღებამ 12 პრიორიტეტული რეფორმა განუსაზღვრა. 2023 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია ჰქონდა შესრულებული.

ის, რომ საქართველოს რეკომენდაციები სრულად არ აქვს შესრულებული - სექტემბერში დაადასტურა, თბილისში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმაც. რა შანსები აქვს საქართველოს ახლა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს?

„მე არცერთ გადაწყვეტილებას არ გამოვრიცხავ. იმასაც არ გამოვრიცხავ რომ მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს იქნება დახუნძლული მთელი რიგი ახალი ვალდებულებებით. ერთ-ერთი ვალდებულება იქნება ის, რომ ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უფრო მეტ თანხვედრაში მოვიყვანოთ ევროკავშირის პოლიტიკასთან,“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინასა რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მისი თქმით, „ბოლო მონაცემებით, ამ კუთხით ჩვენი თანხვედრის პროცენტი არის, მხოლოდ 43%, სულ ორი წლის წინ ეს იყო - 65%, რაც თავის თავად არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ 43%, რაც აქ ვიზიტის დროს გაახმოვანა ჯოზეფ ბორელმა, არის სრული კატასტროფა ანუ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი აბსოლუტურად არ არის კავშირში ევროკავშირის მიდგომებთან.

ეხლა გამოდის ისე, რომ ჩვენ თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ამას მოგვცემენ მხოლოდ, როგორც ავანსს და არა იმიტომ, რომ ამას საქართველოს მთავრობა და მისი ქცევა იმსახურებს“, - მიაჩნია ვალერი ჩეჩელაშვილს.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენების გამოქვეყნებამდე, მიმომხილველების შეფასებით, მმართველი პარტია შიდა აუდიტორიისთვის პროპაგანდას აძლიერებს.

„ნაწილი ოპოზიციისა არის ბოლო შტურმის ეტაპზე. ცდილობენ რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი რამენაირად ჩაშალონ. ნახეს რა პოზიტიური განწყობა“
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სპიკერი

ექსპერტების აზრით, „ქართული ოცნების“ მიზანია, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ეს საკუთარ გამარჯვებად და „გატარებული რეფორმების“ შედეგად „გაყიდოს“; ხოლო, თუ სტატუსზე ისევ უარი მივიღეთ, ყველაფერი ოპოზიციას, პრეზიდენტს, მესამე სექტორს, დასავლეთს და „გლობალური ომის პარტიას“ დაბრალდეს.

„ნაწილი ოპოზიციისა არის ბოლო შტურმის ეტაპზე. ცდილობენ რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი რამენაირად ჩაშალონ. ნახეს რა პოზიტიური განწყობა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კიდევ „არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ხვდება რომ გარდაუვალია ან დიდი ალბათობა არის კანდიდატის სტატუსის მონიჭების და ცდილობენ, აი იმ გემიდან, რომელშიც ძალიან კონფორტულად იყვნენ წელიწადნახევარი, ანტიქართული ორგანიზაციების გემიდან, რამენაირად მალე გადმოხტნენ და ასე ვთქვათ, შეახტნენ იმ მატარებელს, რასაც ქართველი ხალხის ევროპული მატარებელი ჰქვია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ჯერ კიდევ 2022 წელს იმსახურებდა და მაშინ საქართველო „დაუმსახურებლად“ დაბლოკეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, რადგან თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე ჰქონდა გაკეთებული და თუ შევაფასებთ იმ კრიტერიუმებით, რაზეც არის საუბარი, საქართველო იყო და არის ამ ქვეყნებს შორის მოწინავე, თუმცა გვესმის, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა იყო ამის მოტივი.

„ოცნება“ ეცდება სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში, ეს ყველაფერი დაბრალდეს ოპოზიციას, პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, „ოცნება“ შეეცდება მოახდინოს რუსულ ფლანგზე არსებული მომხრეების კონსოლიდაცია
ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი

დღეს, ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, რეალურად, ყველაფერი გააკეთა და შეასრულა ის მოთხოვნები, რაც იყო დასახელებული - 12-პუნქტიანი გეგმა და დამატებითი მიმართულებები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“ - თქვა კახი კალაძემ.

ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მონიჭებაზე მეორე უარი, კიდევ უფრო გაართულებს, საქართველოსთვის ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და ქვეყანას ევროპისგან უფრო დააშორებს, ამ საფრთხეს ყველაზე კარგად ევროკავშირში ხედავენ.

„ოცნება“ ეცდება სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში, ეს ყველაფერი დაბრალდეს ოპოზიციას, პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. „ოცნება“ შეეცდება მოახდინოს რუსულ ფლანგზე არსებული მომხრეების კონსოლიდაცია, იმ თვალსაზრისით, რომ განაცხადოს, აი, ხომ ხედავთ ევროპა ჩვენ არ გვღებულობს და ამიტომ იძულებულები ვართ დავათბოთ ურთიერთობები: რუსეთთან, ბელარუსთან, გნებავთ, ჩინეთთან...

„ოცნება“ ცდილობს წაუგებელი ითამაშოს, თუმცა არ ნიშნავს რომ მას ეს კარგად გამოსდის“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე.

8 ნოემბრის ანგარიშზე კომენტარს არ გავაკეთებ“
დირკ შუბელი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა აღნიშნა, რომ მომავალ, 8 ნოემბრის ანგარიშზე „კომენტარს არ გააკეთებს“, თუმცა ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო „სამომავლოდ, ევროკავშირის წევრი გახდება“.

"8 ნოემბრის ანგარიშზე კომენტარს არ გავაკეთებ"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:21 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG