ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში პრემიერ-მინისტრი გადადგა


რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩიუკამ ორშაბათს გადადგომის შესახებ განაცხადა, რაც მმართველი კოალიციის შეთანხმების ნაწილია.

ჩიუკას მემარჯვენე ლიბერალებმა და მათმა ყოფილმა კონკურენტებმა, მემარცხენე სოციალ-დემოკრატებმა (PSD) 2021 წლის ბოლოს მომცრო, ეთნიკურად უნგრულ UDMR-თან ერთად კოალიციური მთავრობა შეკრეს.

პარტიები შეთანხმდნენ პრემიერ მინისტრების როტაციაზე, ლიბერალების პარტიის ლიდერი ჩიუკა პირველი იყო. პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ მარსელ ჩიოლაკუს დანიშნავს მომავალ პრემიერ მინისტრად. კენჭისყრა პარლამენტში ამ კვირის ბოლოს გაიმართება.

”ჩვენი მიზანია, რომ ხუთშაბათს ახალი მთავრობა ჩამოყალიბდეს,” - განუცხადა ჩიუკამ ჟურნალისტებს. სამი კოალიციური პარტია კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს თუ ვინ დაიკავებს საკვანძო თანამდებობებს.

ჩიოლაკუმ თქვა, რომ ფიქრობს ამჟამინდელი კოალიცია 2024 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება. რუმინეთს 2007 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ის ევროკავშირს შეუერთდა, 11 პრემიერ მინისტრი ჰყავდა.

ახალ კაბინეტს ექნება გამოწვევა უპასუხოს, საჯარო სექტორის ანაზღაურების ზრდის მოთხოვნას. ამასთან, იზრდება ზეწოლა ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად, რომლებიც შეთანხმებულია ევროკომისიასთან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ.

ამასთან, რუმინეთმა ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წლისთვის, 3%-იან ზღვარზე დაბლა უნდა ჩამოიყვანოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG