ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ სოროსი საკუთარ "ღია საზოგადოებებს" შვილს გადასცემს


მილიარდერი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მისი წარმომადგენლის საშუალებით აცხადებს, რომ 25 მილიარდიან იმპერიას თავის 37 წლის შვილს გადააბარებს. 92 წლის საფონდო მაგნატისა და ფილანტროპის ინტერვიუ გუშინ გამოქვეყნდა “უოლ სტრიტ ჯორნალში”.

მისმა პრესსპიკერმა სწორედ იქ გაჟღერებული დეტალები დააკონკრეტა. სოროსი აქამდე ამბობდა, რომ თავისი ღია საზოგადოების ინსტიტუტებს შვილებიდან არცერთს გადასცემდა. თუმცა ახლა განაცხადა, რომ ალექსმა “ეს დაიმსახურა”.

სოროსის შთამომავალმა ერთერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის მამაზე უფრო “პოლიტიკურია და ოჯახის ფინანსებს მემარცხენე შეხედულების ამერიკელ პოლიტიკოსებში დააბანდებს”. სოროსის საზოგადოებების მუშაობისას კი პრიორიტეტებს გააფართოვებს და მხარს დაუჭერს აბორტის უფლებებს და ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებს.

XS
SM
MD
LG