ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს


ჯორჯ სოროსის სახლის ჭიშკარი კატონაში, ნიუ-იორკის შტატი. 23 ოქტომბრის ფოტო.

ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის საფოსტო ყუთში ნაპოვნი უცხო ნივთი, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. ულტრამემარჯვენეების და ანტისემიტების მიერ გავრცელებული შეთქმულების უსაფუძვლო თეორიების გამო, მილიარდერი ქველმოქმედი თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ გამხდარა.

ბედფორდის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ქალაქ კანტონაში (ნიუ-იორკის შტატი) მდებარე ჯორჯ სოროსის სახლში ორშაბათს, გვიან შუადღეზე გამოიძახეს. სოროსის სახლში ფოსტით მისული უცხო ყუთი მისმა თანამშრომელმა გახსნა და საეჭვო შიგთავსის გამო, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა.

საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ანტი-ტერორისტული ჯგუფიც ჩაერთო. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივმა, ნიუ-იორკის საველე ოფისმა დაწერა, რომ სახლი გაიჩხრიკა და საჯარო უსაფრთხოებისთვის საშიშროება არ არსებობს.

სხვა კომენტარისგან ბიურო ჯერჯერობით თავს იკავებს. ამ მომენტისთვის განცხადება არც ჯორჯ სოროსის ფონდს გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG