ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოროსის ფონდი უნგრეთს ტოვებს


ბუდაპეშტში უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდის ოფისი იხურება. სოროსის თქმით, უნგრეთში სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება და ქვეყანაში გარემო “რეპრესიული პოლიტიკის და კანონმდებლობის გაღრმავების” მიმართულებით იცვლება.

ამ მიზეზით სოროსის “ფონდი ღია საზოგადოება” ბუდაპეშტის ოფისს ხურავს და ოპერაციები ბერლინში გადააქვს. ფონდის ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული შეზღუდვები, რომელსაც უნგრეთის ახალი პარლამენტი თავის მთავარ საკანონმდებლო პრიორიტებს შორის ასახელებს.

პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს საკანონმდებლო ინიციატივა “სტოპ სოროსს”, რომელიც არასამთავრობოებს დამატებით გადასახადებს უწესებს. ორბანის მთავრობა ამ ნაბიჯს მოზღვავებული იმიგრაციის პრობლემით და ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით ხსნის.

სოროსის ფონდი აცხადებს, რომ მთავრობა მათი მუშაობის “არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს” და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვით, პოლიტიკური ქულების დაწერა სურს. “ფონდი ღია საზოგადოება” პირობას დებს, რომ უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG