ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია წარადგინა


შეერთებულმა შტატებმა კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა. ბაიდენის ადმინისტრაცია მეტი და ყოვლისმომცველი რეგულაციებისკენ მოუწოდებს ონლაინ სივრცის უსაფრთხოებისა და მომხმარებლის დაცვის გასაძლიერებლად.

ამ საკითხებში თეთრი სახლი ცდილობს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ინდუსტრიას გადააბაროს, რომელმაც ნებისმიერი კიბერთავდასხმა ეროვნული უსაფრთხოების მუქარად უნდა აღიქვას.

ახალი გეგმა, რომელიც ეროვნული სტრატეგიის ნაწილია, გრძელვადიან მიზნებს აყალიბებს, რათა მთავრობამ, ბიზნესმა და მომხმარებელმა დაცულად იმოქმედოს ციფრულ პლატფორმებში. ის პირველ რიგში ავალდებულებს კომპანიებს, რომ პროდუქტის დიზაინში ჩადოს უსაფრთხოების გარანტიები ამა თუ იმ პროდუქტის საჯაროდ ხელმისაწვდომობამდე.

XS
SM
MD
LG