ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერშეტევამ მსოფლიოს უდიდესი ხორცპროდუქტების მიმწოდებელი გააჩერა


"ჯი-ბი-ესის" საწარმო მინესოტის შტატში, აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში და ავსტრალიაში ოპერაციები შეაჩერა მსოფლიოს უდიდესმა ხორცპროდუქტების მიმწოდებელმა კომპანიამ "ჯი-ბი-ეს ფუდს" (JBS Foods). წარმოების და დისტრიბუციის შეჩერების მიზეზი უქმეებზე განხორციელებული კიბერშეტევა გახდა.

კომპანიას ოფისები და შემფუთავი საწარმოები ასევე აქვს ბრაზილიაში, კანადაში, ბრიტანეთში, ევროპის კავშირში, ახალ ზელანდიაში და მექსიკაში. ორგანიზაციაში პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა გრძელდება, იუწყება დღეს კომპანიის მთავარი ოფისი, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს.

განცხადება "ჯი-ბი-ესის" ამერიკულ წარმომადგენლობაშიც გააკეთეს. "შეჩერებულია ყველა დაზარალებული სისტემა, ოფიციალური პირები საქმის კურსში არიან ჩაყენებული და გააქტიურებულია კომპანიის გლობალური ქსელის საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალები, თუ დაქირავებული ექსპერტები" - აცხადებს მისი ამერიკული ფილიალი.

"ჯი-ბი-ესის" განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხდარი კიბერშეტევის გამო, მომხმარებლებთან და მიმწოდებლებთან ტრანზაქციები შესაძლოა შეყოვნდეს. ჯერჯერობით ჰაკერებს მომხმარებელთა, მიმწოდებელთა და თანამშრომელთა პირად მონაცემებზე წვდომა არ აქვთ, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ეს "ორგანიზებული კიბერუსაფრთხოების შეტევა იყო".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG