ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ დნესტრისპირეთში ვითარებით შეშფოთებულია


დნესტრისპირეთის რეგიონისა და რუსეთის დროშები ტირასპოლში
დნესტრისპირეთის რეგიონისა და რუსეთის დროშები ტირასპოლში

კრემლი ამბობს, რომ ის მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში არსებული ვითარებით შეშფოღებულია. მისი განცხადებით, იქ უკრაინა და მისი მოკავშირეები "სიტუაციას ამწვავებენ".

გასულ კვირას მოსკოვმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში განლაგებული რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას განიხილავს, როგორც თავად რუსეთზე თავდასხმას. დასავლეთში რუსეთის მხრიდან მოლდოვის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეზე შეშფოთება იზრდება.

მოლდოვის პროევროპულად განწყობილმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ რამდენიმე კვირის წინ მოსკოვი სახელმწიფო გადატრიალეების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

"ბუნებრივია, დნესტრისპირეთში არსებული სიტუაცია ჩვენი ძალიან სერიოზული ყურადღების და შეშფოთების საგანია. სიტუაცია არეულია, ის პროვოცირებულია, პროვოცირება გარედან ხდება", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმა.

"მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ოპონენტებს უკრაინული რეჟიმიდან, კიევის რეჟიმიდან, ისევე, როგორც ევროპული ქვეყენებიდან, შეუძლიათ განსხვავებული ტიპის პროვოკაციების მოწყობა", - განმარტა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვის მტკიცებებს იმის შესახებ, რომ უკრაინას დნესტრისპირეთის დაპყრობა სურს, უარყოფს. ამავე დროს, კიშინიოვიც აცხადებს, რომ ამ ბრალდებებს სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

XS
SM
MD
LG