ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი მასობრივი მკვლელობა კალიფორნიაში - დაღუპულია 7 ადამიანი


კალიფრონია, ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი მასობრივი ძალადობის ტალღის წინაშე აღმოჩნდა. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საცეკვაო დარბაზში, შეიარაღებული მამაკაცის მიერ 11 ადამიანის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, სან-ფრანცისკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით კიდევ 7 ადამიანი მოკლეს.

ქალაქ ჰაფ-მუნ-ბეიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა 7 ადამიანი მოკლა, 1 მძიმედ დაჭრა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ, პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 67 წლის ადგილობრივი მკვიდრი ჩჟაო ჩუნლია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიაჩნიათ რომ ის ჩასაბარებლად თვითონვე მივიდა. შერიფმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ მის მანქანაში ნახევრად ავტომატური იარაღი აღმოჩნდა.

თავდასხმის მოტივის დასადგენად, სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.

შერიფის თქმით, დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილი გამოძიებასთან „სრულად თანამშრომლობდა“. ის დანაშაულის ერთ-ერთ ადგილზე, როგორც შერიფმა აღწერა „სანერგეში“ მუშაობდა, სადაც ზოგიერთი თანამშრომელი ცხოვრობდა კიდეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულის ერთი ადგილი სოკოს ფერმა იყო.

შტატის გუბერნატორმა გავინ ნიუსომმა თქვა, რომ ის შაბათ ღამით სროლის დროს დაჭრილების მოსანახულებლად იმყოფებოდა, როდესაც ორშაბათს, ჩრდილოეთ კალიფორნიაში მომხდარი მკვლელობების შესახებ შეატყობინეს.

XS
SM
MD
LG