ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინის დახმარების 45 მილარდიან პაკეტს ამტკიცებს


პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან შინ ბრუნდება დაპირებით, რომ რუსეთის შეჭრასთან გასამკლავებლად „პატრიოტის“ რაკეტებს მიიღებს, ამერიკელი კანონმდებლები კი პარასკევს 45 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს დაამტკიცებენ.

სამხედრო და ეკონომიკური დახმარება, მთავრობის უფრო ფართო ხარჯვითი კანონის ნაწილია, რომელიც ამ წლის განმავლობაში უკრაინისთვის გაგზავნილი, 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ამერიკული დახმარების კვალდაკვალ ხდება. ამასთან ერთად, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ამჟამად რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარსაც შეიცავს.

ფასის ზედა ზღვრის დაწესების პასუხად, პარასკევს რუსეთი დაიმუქრა, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ნავთობის მოპოვებას 5-7 პროცენტით შეამცირებს. ამას გააკეთებს ნავთობის მიყიდვის შეჩერებით იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ზომას მხარს უჭერენ, რათა მოსკოვს ომის დაფინანსების შესაძლებლობა შეუზღუდონ.

ზელენსკის დიდი ხანია სურდა“პატრიოტის“ რაკეტების მიღება, რათა რუსეთის უწყვეტი საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დახმარებოდა. რუსულმა საჰაერო თავდასხმებმა 10 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქები და სოფლები გააპარტახა და ბოლო სამ თვეში, მთელ ქვეყანაში ენერგო მომარაგება და წყლის მიწოდება გათიშა.

თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ „პატრიოტის“ ერთი ბატარეა, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი ზელენსკის დაპირდა, ომის კურსს ვერ შეცვლის.

ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს არ სურდათ კიევისთვის გადაეცათ თანამედროვე საბრძოლო ტანკები და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები (ATACMS), რომელსაც ფრონტის ხაზიდან დიდ სიღრმეში, თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე მიღწევა შეეძლებოდა

XS
SM
MD
LG