ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: ჩინეთს 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს


ჩინეთის საბრძოლო წვრთნა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. 2021 წლის დეკემბერი.
ჩინეთის საბრძოლო წვრთნა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. 2021 წლის დეკემბერი.

ჩინეთს ახლა 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს - აცხადებს პენტაგონი. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პეკინმა ატომური არსენალი ბოლო 2 წელიწადში თითქმის გააორმაგა.

პენტაგონის ანგარიში ასევე ამბობს, რომ ჩინეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახშირდა ამერიკის მიმართ "საფრთხის შემცველი" და "არაპროფესიონალური" ქცევა. ეს ავტორების ცნობებით, განსაკუთრებით ნათელია ტაივანთან დაკავშირებით.

ჩინეთმა ბირთვული შეიარაღების გაფართოება ბოლო წლებში აშკარად დააჩქარა. პენტაგონის გათვლებით, ამავე ტემპის შენარჩუნების პირობებში, ეს პეკინს შესაძლებლობას მისცემს 2035 წლისთვის სამხედრო არსენალში 1 500-მდე ბირთვული ქობინი ჰქონდეს.

ანგარიში სახელწოდებით "ჩინეთის სამხედრო ძალა", ამერიკის კონგრესისთვის მომზადდა და ის 29 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამად საბრძოლო მზადყოფნაში 3 800 ბირთვული ქობინი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG