ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას ელექტრო-გადამცემი ქსელის აღდგენაში დაეხმარება


სამშაბათს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას 53 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს ელექტრო-გადამცემი ქსელის შესაკეთებლად და აღსადგენად. რუსეთის მიერ წარმოებული საარტილერიო კამპანიის შედეგად უკრაინის ელექტო წარმოებისა და მომარაგების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია, რის გამოც მილიონობით ადამიანს დაბალი ტემპერატურის პირობებში სიბნელეში, გათბობის გარეშე უწევს ცხოვრება.

მარიუპოლის ქრონიკა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:32 0:00

„ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას საგანგებო საფუძველზე, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს ზამთრის გადატანაში “, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამავე ცნობაზე დაყრდნობით, პაკეტი მოიცავს სადისტრიბუციო ტრანსფორმატორებს, ამომრთველებს, მაღალი ძაბვის სტაბილიზატორებს და სხვა აღჭურვილობასთან ერთად.

რუსეთი ოქტომბრიდან ყოველკვირეულად ახორციელებს მასშტაბურ თავდასხმებს უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებისა და მიწოდების ინფრასტრუქტურაზე. კიევი და მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის და ტანჯვის მიყენებას ისახავს მიზნად, რასაც ისინი ომის დანაშაულად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG