ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვა ევროკავშირისგან 250 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს მიიღებს


ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი მოლდოვას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სადაც 250 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი, ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას, რუსეთის უკრაინაში ომის პერიოდში, მწვავე ენერგეტიკული კრიზისის გადალახვაში დაეხმარება.

10 ნოემბერს ვონ დერ ლეიენმა თქვა, რომ 1 იანვრიდან მოლდოვა ევროკავშირისგან 100 მილიონ ევროს გრანტის სახით მიიღებს და იგივე რაოდენობის თანხას კი სესხის სახით, რათა ზამთარში გაზზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში დაეხმაროს.

მოლდოვის პრო-დასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს ვონ დერ ლეიენმა თქვა, რომ დამატებით 50 მილიონი ევრო ქვეყნის ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებს დაეხმარება.

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, მოლდოვამ ასობით ათასი ლტოლვილი მიიღო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირი მოლდოვას ისევე დაეხმარება, როგორც მოლდოვა უკრაინას დაეხმარა.

„მოლდოვა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია და როდესაც მძიმე და რთული დრო დგება, ოჯახი ერთად უნდა იყოს,“ თქვა ურსულა ვონ დერ ლეიენმა.

XS
SM
MD
LG