ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილი პრემიერი დაჭრეს


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი თავდასხმისას ფეხში დაჭრეს. მის ანტი-სამთავრობო საპროტესტო კოლონას, გადაადგილებისას, პაკისტანის აღმოსავლეთ რეგიონში დაესხნენ თავს.

ვრცელდება თავდასხმის ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც გასროლის შემდეგ გაქცევას ცდილობს. თვითმხილველების თქმით, უცნობმა მამაკაცმა ხანის მოკვლის სურვილი გამოთქვა და ასევე თქვა, რომ ის მარტო მოქმედებდა.

ირანული დრონები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00

პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმის ფაქტი და აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია ქალაქ ვაზირაბადში, დედაქალაქ ისლამაბადიდან 200-მდე კილომეტრის დაშორებით.

ხანის ასისტენტები თავდასხმას მკვლელობის მცდელობად აფასებენ.

"ეს იყო აშკარა მკვლელობის მცდელობა. ხანი დაიჭრა, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბევრი სისხლი დაკარგა", - აცხადებს სააგენტო "როიტერთან" საუბრისას ფავად ჩაუდრი, ხანის პარტიის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG