ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საჰაერო ტერორი: რა მიზანი აქვს კრემლს?


კიევი, უკრაინა, 17 ოქტომბერი, 2022 წელი
კიევი, უკრაინა, 17 ოქტომბერი, 2022 წელი

უკრაინაში, რუსეთის საჰაერო ტერორი ირანული დრონებითა და რაკეტებით გრძელდება. შედეგად, უკრაინის მასშტაბით ათობით ადამიანი დაიღუპა. მოსკოვის სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია. თუმცა, რაკეტები ხშირად სამიზნეებს ცდება და საცხოვრებელ სახლებზე ეცემა.

გასული კვირიდან მოყოლებული, მოსკოვმა ასევე განაახლა საჰაერო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზეც, პირველად თვეების განმავლობაში.

რის მიღწევას ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი მასობრივი სარაკეტო კამპანიით? უკრაინის სამთავრობო კაბინეტის წევრი სერგეი ლეშენკო ფიქრობს, რომ მოსკოვის მიზანი, მოსახლეობის ტერორია.

პასუხი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე თუ ომის ახალი ეტაპი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00
ეს არის ტიპიური, სასტიკი ფსიქოლოგიური ტერორი, რათა მოსახლეობა შეაშინონ და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება მოახდინო

„ეს არის ტიპიური, სასტიკი ფსიქოლოგიური ტერორი, რათა მოსახლეობა შეაშინონ და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოახდინონ. იდეა, ამით უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდაა, რათა ისინი პუტინის მოთხოვნებს დათანხმდნენ, რომლებსაც ის კომპრომისს ეძახის, მაგრამ ეს არა კომპრომისი, არამედ კაპიტულაციის მოთხოვნაა”, - ამბობს ის.

Პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული კვირის დაბომბვის საპასუხოდ, დასავლეთისგან ანტი-საჰაერო სისტემების მიწოდების თხოვნა გაიმეორა და მიიღო დაპირება, რომ მოკავშირეები კიევს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო უფრო მეტ იარაღს მიაწოდებენ.

კიევი, უკრაინა, 10 ოქტომბერი, 2022 წელი
კიევი, უკრაინა, 10 ოქტომბერი, 2022 წელი

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დასავლეთს უფრო ადრე უნდა გადაედგა.

„ერთი პრობლემა, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას აქვს, არის ის რომ ჩვენ ვრეაგირებთ ბრძოლის ველზე მიმდინარე ვითარებაზე, იმის ნაცვლად რომ გვქონდეს სტრატეგია იმისა, თუ რას გვინდა მივაღწიოთ. მაგალითად, ახლა ცდილობენ მალე მიაწოდონ საჰაერო თავდაცვა უკრაინას, თუმცა შეგვეძლო იმის განჭვრეტა, რომ საჰაერო თავდაცვა საჭირო იქნებოდა“, - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბარში გარი შმიტი ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტიდან.

მასობრივი თავდასხმა, რომელმაც ბევრი უკრაინული ქალაქი ელექტრო მომარაგების გარეშე დატოვა, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას მოჰყვა. რუსეთის სამთავრობო არხებმა მალევე შეაფასეს მომხდარი, როგორც რუსეთის გამარჯვება. იმ ფონზე, როცა კრემლს გამოწვევა ექმნება - რუსეთის ჯარი დემორალიზებისა და გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის არაპოპულარობის გამო - სარაკეტო ტერორი მას ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირების საშუალებას აძლევს.

შეგვეძლო იმის განჭვრეტა, რომ საჰაერო თავდაცვა საჭირო იქნებოდა

პარალელურად, უკრაინული ჯარი რუსული შენაერთების წინააღმდეგ ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებით წარმატებას აღწევს და რუსეთს ომიდან 8 თვის თავზე ხელჩასაჭიდი წინსვლა არ აქვს.

„ანექსია, მობილიზაცია, ატომური ბომბით მუქარა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი შეტევა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, [რომ მოსკოვი ცდილობს] უკრაინა აიძულოს მოლაპარაკებებზე წავიდეს, ან დასავლეთზე მოახდინოს გავლენა, რათა შემდეგ მათ მოახდინონ ზეწოლა“, - ამბობს უილიამ ალბერკე, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსიტუტიდან. მისი თქმით „ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინა იმარჯვებს“.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინა იმარჯვებს

იმის საჩვენებლად, რომ მოსკოვი უკრაინელებს ვერ შეაშინებს და სარდაფებში ვერ გამოკეტავს, კიევში გზა, რომელზეც რაკეტამ კრატერი წარმოქმნა, მეორე დღესვე შეაკეთეს.

XS
SM
MD
LG