ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ პრორუს სამხედროებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი უკვე დამარცხდნენ


რუსეთის ჯარი სამოქალაქო ობიექტებზე შეტევას აგრძელებს. ამჯერად რუსების სამიზნე ზაპორიჟიეში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი იყო, რომელიც სრულად განადგურდა, მას შემდეგ რაც მასზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

პირველადი მონაცემებით დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაკარგულად ითვლება ხუთი ადამიანი. ზაპორიჟიის გუბერნატორი ამბობს, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას მაშინ იწყებს, როცა ისინი ფრონტის ხაზზე მარცხდებიან.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად უკრაინული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს იბრუნებენ, პროცესი აღმოსავლეთ ქალაქებიდან დაიწყო და ამ კვირის დასაწყისიდან სამხრეთის მიმართულებითაც აქტიურად გრძელდება. მხოლოდ სამხრეთში უკრაინამ ბოლო რამდენიმე დღეში რამდენიმე სტრატეგიულ ქალაქზე და ათობით სოფელზე აიღო კონტროლი.

პრეზიდენტ ზელენსკის გნაცხადებით, უკრაინელებმა შეძლეს და ხერსონის ოლქში რამდენიმე ქალაქზე კონტროლი მოიპოვეს. ზელენსკიმ პრორუს სამხედროებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი უკვე დამარცხდნენ.

რუსული ჯარის "გასაჭირი" დასავლური სანქციების ფონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00

„უკრაინელებმა იციან რისთვის იბრძვიან. უფრო და უფრო მეტი რუსი ხვდება, რომ ისინი დაიღუპებიან მხოლოდ ერთი ადამიანის (პუტინის ) გამო, რომელსაც არ უნდა, რომ ომი დაასრულოს,“- თქვა ზელენსკიმ.

ბოლო 24 საათში უკრაინელი სამხედროების ამბობენ, რომ მხოლოდ სამხრეთში 58 რუსი სამხედრო მოკლეს, ააფეთქეს 9 ტანკი, 17 ჯავშანტრანსპორტიორი და 4 "ჰაუბიცა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG