ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ზაპოროჟიის ატომური სადგურის ზედამხედველობა სურს


რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით რუსეთი, უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე, ზაპოროჟიეში, ატომურ ელექტროსადგურს მეთვალყურეობას გაუწევს.

ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რუსულმა „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა. ზაპორიჟიე ერთ-ერთი უკრაინული რეგიონია იმ ოთხიდან, რომლის ანექსიაც რუსეთმა გასულ კვირას მოახდინა.

„ზაპორიჟიეს ატომური სადგური, ახლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა (*საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ანექსიას უკანონოს უწოდებს) და ის შესაბამისი უწყებების ზედამხედველობით უნდა ფუნქციონირებდეს,“- ამბობს სერგეი ვერშინინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ბირთვული კატასტროფის საფრთხე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:55 0:00

ამ დროისთვის, ცნობილი არ არის რა ფორმით დაიწყებს რუსეთი სადგურის მუშაობაზე კონტროლის მოპოვებას და შეიყვანს თუ არა იქ რუს მეცნიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზაპოროჟიის ელექტროსადგურის ტერიტორია რუსეთის მიერ რამდენიმე თვეა ოკუპირებულია, ამ დრომდე სადგურის ოპერირებას უკრაინელი მეცინიერები უზრუნველყოფდნენ.

სადგურის ტერიტორიაზე რუსეთს სამხედრო შენაერთები ჰყავს მობილიზებული, მიმდინარეობს ტერიტორიის დაბომბვა, რაც ბირთვული კატასტროფის საფრთხეს აჩვენს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით უახლოეს პერიოდში მოსკოვში გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ჩავა. გროსი მანამდე გაეროს მისიით ზაპორიჟიეში იმყოფებოდა რათა შეესწავლა ადგილზე არსებული ვითარება. ადგილზე გაეროს 10-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს ამ დრომდე ეტყობა აფეთქებების კვალი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG