ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ფიქრობენ რუსები საქართველოზე


მობილიზაციის საწინააღმდეგო მიტინგი მოსკოვში, რუსეთი. 21 სექტემბერი, 2022 წ.

ირკვევა, რომ რუსეთში საქართველოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ყველაზე გამოკვეთილად ასაკოვან ადამიანებს აქვთ. საუბარია 55 წლის და ზევით ადამიანებზე. ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც რუსეთში „ლევადა“ ცენტრმა ჩაატარა.

მისი შედეგების მიხედვით, გამოკითხული 55+ ასაკის ადამიანებიდან 38%-ს საქართველოს მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს, მაშინ როცა 18-24 წლის ადამიანებში ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენს. 25-39 წლის კატეგორიაში იგივე მაჩვენებელი უდრის 21-ს, ხოლო 40-54 წლოვანთა კატეგორიაში - 30-ს პროცენტს.

ახალი ერა გერმანიის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00

კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს მიმართ, 3 არჩევანი იყო: კარგი, ცუდი და არ ვიცი. მონაცემები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • 18-24 - კარგი დამოკიდებულება მაქვს 76%; ცუდი -16%; არ ვიცი 8%
  • 25-39 - კარგი დამოკიდებულება მაქვს 67%; ცუდი 21%; არ ვიცი 12%
  • 40-54 - კარგი დამოკიდებულება მაქვს 53%; ცუდი 30%; არ ვიცი 17%
  • 55+ კარგი დამოკიდებულება მაქვს 46%; ცუდი 38; არ ვიცი 16%

კვლევის მიხედვით ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება, თუმცა მონაცემი გამოკვეთილად მაღალია ახალგაზრდებში, სადაც პროცენტული მაჩვენებელი 76%-ს შეადგენს. საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, მონაცემები აგვისტოს შემდეგ შეიცვალა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელი დადებითობისკენ შეიცვალა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1612 ადამიანი, მათგან საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 57%-ს, 29-ს კი - უარყოფითი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG