ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უკრაინა იქნება უფრო ძლიერი, აყვავებული და ერთიანი,“- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დიდი ბრიტანეთის მომავალ წელს კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანიც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა იქნება. მილიარდობით დოლარის ზარალი უკრაინამ რუსეთის ომის შედეგად მიიღო, რის გამოც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას არა მხოლოდ იარაღით არამედ ფინანსურადაც ეხმარებიან.

ეს თანხები საჭიროა რათა აღდგეს დანგრეული ქალაქები, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსულმა ბომბებმა გაანადგურა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სმაინისტროში ამბობენ, რომ კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ვხელმძღვანელობთ უკრაინის რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმას. უკრაინა რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, მალე განვითარდება და ის იქნება ავტოკრატიაზე, დემოკრატიის გამარჯვების სიმბოლო. ეს აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომ მისმა მცდელობამ გაენადგურებინა უკრაინა, საპირისპირო შედეგი გამოიღო და [უკრაინა] იქნება უფრო ძლიერი, აყვავებული და ერთიანი“,- ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

მანამდე დიდ ბრიტანეთს კიევის ოლქის აღდგენაში დახმარება უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა. ლონდონი პირობას დებს რომ მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარ რესურსებს და მიიზიდავს ინვესტიციებს უკრაინაში.

ბრიტანეტმა უკვე გამოყო 1.5 მილიარდი დოლარი გრანტების სახით და 120 მილიონი ამერიკული დოლარი ორმხრივი მხარდაჭერის ფარგლებში.

შვეიცარიაში კი მიმდინარეობს კონფერენცია, სადაც საერთაშორისო დონორები მსჯელობენ იმ დახმარების პაკეტზე რომელსაც რუსული ომით დაზარალებული უკრაინა მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG