ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი რუსეთს აფრიკის "მძევლად აყვანაში" ადანაშაულებს


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვის მიუხედავად, აფრიკამ რუსეთის საწინააღმდეგოდ, უკრაინას მხარი დაუჭიროს. კვირის დასაწყისში, აფრიკის კავშირთან გამართული ვიდეომიმართვისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რუსეთი აფრიკის „მძევლად აყვანაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას არ აძლევს საშუალებას, კონტინენტს მარცვლეული მიაწოდოს იქამდე, ვიდრე დასავლური სანქციები არ მოიხსნება.

აბდი რაშიდი, „Sahan Research”- ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბევრი აფრიკელი უჭერს მხარს რუსეთს, საბჭოთა კავშირის მიერ, კოლონიური ძალებისა და აპარტეიდის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი მოძრაობების მხარდაჭერის გამო.

„მე ვფიქრობ, როგორც ჩანს, აფრიკელები თანამედროვე რუსეთის რეალობაში კარგად ვერ გაერკვნენ. ასე რომ, ჩვენ უნდა ავამაღლოთ ცნობიერება რუსეთის შესახებ - არსებითად, რუსეთი იმპერიული ძალაა, რომელიც ახლა დასუსტებულია და წარსული ძალის, უპირატესობის დაბრუნება სურს“ - ამბობს რაშიდი.

პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აფრიკის კავშირი „იმეორებს თავის პოზიციას, კონფლიქტის დასასრულებლად დიალოგის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, რათა დაბრუნდეს მშვიდობა რეგიონში და აღდგეს გლობალური სტაბილურობა.“ მუსა ფაკიტი ამის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ქვეყნები ებრძვის მაღალ ინფლაციას და გვალვის შედეგებს, ასევე უკრაინული იმპორტის ნაკლებობას განიცდიან, ჩინეთმა ცხადად თქვა, რომ კონტინენტს დაუჭერს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფრიკა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს მხარს არ დაუჭერს.

XS
SM
MD
LG